Skip to content

გასახდომი დიეტები

September 14, 2011


ინტერნეტი, მათ შორის ქართული, სავსეა გასახდომი დიეტებით. მკითხველის მოსაზიდად, ამ დიეტებს ხან ერთი ცნობილი ადამიანის, ხან მეორის სახელით ან სარეკლამო ფრაზებით ნათლავენ. დიეტები ხშირად მიდგომითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ასეთ სიტუაციაში საკმაოდ ძნელია გარკვევა რომელი დიეტა ავირჩიოთ.
თავდაპირველად, ამ დიეტებს კლასიფიკაცია გავუკეთოთ.

დიეტები რამდენიმე დიდ ჯგუფად იყოფა:
1. დაბალკალორიული დიეტები
ეს გასახდომი დიეტების ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ჯგუფია. ამ დიეტების არსი მარტივია: გამოიყენება სხვადასხვა, დაბალკალორიული პროდუქტები. დიეტები დგება იმგვარად, რომ კალორიების დღიურმა მოხმარებამ გადააჭარბოს დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობას. რაც უფრო მეტია კალორიების დეფიციტი, მით უფრო სწრაფად ხდება ადამიანი.

2. ნაკლებცხიმიანი დიეტები

ამ ტიპის დიეტებში ხდება ცხიმების შეზღუდვა. ამასთან, არაცხიმოვანი და კალორიულობის ჯამური რაოდენობის შეზღუდვა პრაქტიკულად არ ხდება.

3. მცირენახშირწყლოვანი დიეტები

ამ ტიპის დიეტებში ხდება ნახშირწლების, უმეტესად შაქრის შეზღუდვა. ამასთან, კალორიულობის ჯამური რაოდენობის შეზღუდვა პრაქტიკულად არ ხდება.

4. მონოდიეტები
ამ ტიპის დიეტები მხოლოდ ერთი პროდუქტით კვებას ითვალისწინებენ.

დღეს პოპულარულია: ბრინჯის, ვაშლის, კეფირის, ხაჭოს, კარტოფილის, საზამთროს და სხვა დიეტები. ამ ტიპის დიტებზე ხანგძლივი “ჯდომა” სახიფათოა.

5. ცილოვანი დიეტები
ცილოვანი დიეტები ითვალისწინებს მხოლოდ ცხოველური ცილების (ხორცი, თევზი) მიღებას. მცირე რაოდენობით დაიშვება ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ხანგრძლივად არც ამ დიეტაზე “ჯდომა” შეიძლება, სიფრთხილეა საჭირო.

6. ცალკეული პროდუქტების ამკრძალავი ან შემზღუდველი დიეტები
ამ ჯგუფის დიეტები აწესებენ სრულ ან ნაწილობრივ შეზღუდვას სხვადასხვა პროდუქტებზე. მაგალითად: შაქარზე, პურზე.

დიეტები, როგორც ხედავთ მრავალფეროვანია. რომელს გამოიყენებთ თქვენი ასარჩევია, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. გადამეტება არაა სასურველი. ცხადია სასურველია დიეტოლოგის კონსულტაცია.

About these ads
One Comment
  1. პირადად მე რამდენიმე დიეტა მაქვს ნათარგმნი, თუმცა მინდა გითხრა რომ ყოველთვის სწორად ვუთითებდი დიეტოლოგს, თუ ვისი დიეტაც იყო და გარდა ამისა, ყოველთვის ვარჩევდი ეფექტურობისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოების მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა გამონაკლის შემთხვევაში ესა თუ ის დიეტა სახიფათო იყო ვინმესთვის, აუცილებლად ვუთითებდი როდის და რა შემთხვევაში არ შეიძლებოდა დიეტის დაცვა. პირადად მე ბევრ ბლოგზე მაქვს შემჩნეული, რომ არის დიეტები რომელთა მოპოვების წყარო არ სახელდება და კითხვის შემთხვევაშიც ავტორები ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან და არა ზუსტს, ამიტომ ასეთ დიეტებს არ ვენდობი, იმ შემთხვევაშიც კი როცა არგუმენტირებულად არის დასაბუთებული მათი ეფექტურობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 53 other followers

%d bloggers like this: