Skip to content

“ჯანმრთელობა არის ის, რაც გაგრძნობინებს, რომ სწორედ ახლა არის წელიწადის საუკეთესო დრო”

რჩევები თმის შეღებვასტან დაკავშირებით


პროფესიონალი სტილისტი და HairX ექსპერტი – კარლ ეკლუნდი – ამომავალი ვარსკვლავია მოდის სამყაროში, იგი ცნობილია მისი გამორჩეული სტილითა და ექსტრაორდინალურობით. თმის სტილისტის ხელობის დაუფლების შემდეგ, კარლი შეუდგა სწავლებას სტოკჰოლმის სალონ – კოივისტო კარლსონში, სადაც მისმა კარიერამ ძალიან სწრაფად დაიწყო აღმასვლა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კარლი მუშაობდა მრავალი შვედური ტოპ მაღაზიისათვის, ისევე როგორც ტოპ ბრენდების სარეკლამო კამპანიებზე, მათ შორის H&M, Filippa K და Acne.კარლი, მისმა რეგულარულმა მუშაობამ მაღალი დონის კლიენტებთან, აქცია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სტილისტად. კარიერის დასაწყისშივე, კარლმა საკმაოდ ბევრს მიაღწია. იგი ნამდვილი ვუნდერკინდია და ორიფლეიმი ამაყობს, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს ჩვენს HairX ექსპერტს, რადგან მისი ექსპერტიზა საუკეთესო არჩევანის გარანტიაა ჯანსაღი და ლამაზი თმისათვის.
წაიკითხე მეტი…

Advertisements

ყველაზე საშინელი ქალური საიდუმლო


სილამაზის გამო ქალები ხშირად მიდიან მსხვერპლზე. სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობას საკუთარი სილამაზის მინიმუმ ერთი საიდუმლო მაინც აქვს, რომლის შესახებაც არავინ იცის. ასე რომ, ქალების 94%-ს ერთი და იგივე საშინელი საიდუმლო აერთიანებს. სუსტი სქესის წარმომადგენელთა 25% აღიარებს, რომ თავის მოვლის ერთ საიდუმლოს ფლობს, 23%-ი კი აცხადებს, რომ არავინ იცის, რა ხერხს იყენებს, მიმზიდველი რომ იყოს. აღსანიშნავია, რომ ქალები ერთსა და იმავე საიდუმლოს მალავენ – ზედა ტუჩზე თმას რომ იღიავებენ ან იცილებენ. ქალების 94%-ს სწორედ ეს მიაჩნია თავის ყველაზე საშინელ საიდუმლოდ. მეორე ადგილზე ბიკინის ზონის ეპილაციაა. ამ საიდუმლოს შესახებ ქალების 90% დუმს. სიაში შემდეგ ადგილზე ლიდერობენ: კბილების გათეთრება (90%), ავტორუჯის გამოყენება (79%), წარბების ამოქნა (41%), თმის შეღებვა (36%). ქალები ნაკლებად მალავენ, თმა რომ სცვივათ (35%) და უხეში თმა რომ აქვთ ფეხზე (23%). აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მამაკაცები დარწმუნებულები არიან, რომ მათი რჩეულები ასეთი ლამაზები ბუნებრივად არიან. მათ უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, თუ რას სჩადიან მათი რჩეულები სილამაზისთვის – წერს The Daily Mail. წაიკითხე მეტი…

მარათონი – Wings For Life World Run


ზურგის ტვინის ტრავმა განკურნებადი უნდა გახდეს
ჩვენი მისია !

Wings for Life არის ფონდი, რომელიც იკვლევს ზურგის ტვინის დაავადებებს. ჩვენი მიზანია მივაგნოთ ზურგის ტვინის ტრავმის მკურნალობის მეთოდს. ჩვენ ვაფინანსებთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და კვლევებს, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით.


დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით საიტს ან ფეისბუქ ქვერდს
ფეისბუქ ფეიჯი : https://www.facebook.com/WingsForLifeWorldRun

საიტის მისამართი : http://www.wingsforlifeworldrun.com/

გაწევრიანდით,შეუერთდით მარათონს დღესვე !

http://www.myvideo.ge/?video_id=2275280

სურათი

Певица Lilu Vega показала, как нужно следить за своим телом (ФОТО)


Певица Lilu Vega показала, как нужно следить за своим телом (ФОТО)
Не секрет, что артисты не ленивы. И даже выезжая на отдых, они трудятся, не покладая рук. Так украинская певица и телеведущая Lilu Vega, которая совсем недавно спела и сняла видео с грузинским музыкантом Master к песне “Tbilisi – Kiev», выехав на зимний отдых, регулярно продолжала свои утренние занятия спортом возле бассейна виллы, в которой жила. Конечно же, она вызвала живой интерес у обитателей соседних вилл, особенно у мужчин, которые следили за ней с соседних балконов.
Певица признается, что генетически склонна к полноте, поэтому чтобы поддерживать себя в форме ей приходится придерживаться системы дробного частого питания, пить много воды и ежедневно заниматься спортом. Она даже за границей не забывает об утреннем моционе. წაიკითხე მეტი…

„ჰერკულესის“ დიეტა

ჰერკულესის“ სასარგებლო თვისებების შესახებ, ცხადია, ხშირად გაგიგონიათ. ალბათ, ისიც იცით, რომ ორგანიზმის გაჯანსაღების გარდა „ჰერკულესი“ გახდომაშიც დაგეხმარებათ, რაც, შესაბამისად, თქვენი სახისა და მთელი სხეულის კანზეც დადებითად აისახება. თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ დიეტას დილა-საღამოს 15-წუთიან ვარჯიშსა და მოციონსაც დაუმატებთ, წონაში დაკლების მიუხედავად, თქვენი კანი შეინარჩუნებს სიმკვრივეს, ელასტიკურობასა და ჯანმრთელ ფერს. წყლის პროცედურები კი (რომელიც უფრო ხელმისაწვდომია თქვენთვის) ამ დიეტის გვირგვინი იქნება.
დიეტის რეჟიმი ასეთია: დღეში 4-5-ჯერადი კვება; ხანგრძლივობა – 3 დღე, შუალედები – 3 დღე. რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ „ჰერკულესის“ სამდღიან დიეტას, მით ინტენსიურად დაიკლებთ და, რაც მთავარია, პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება დაკარგული კილოგრამების აღდგენა.
წინასწარ შეგახსენებთ, რომ უნდა მიიღოთ დღეში 2 ლიტრამდე სითხე სასმელი ან გაზგასული მინერალური წყლის, უშაქრო ჩაის ან ნატურალური (ანუ, ახალგამოწურული, და არა ნაყიდი) ხილის წვენის სახით. თუ ამას დავუმატებთ, დღეში 1 ჩაის ჭიქა უმი ბოსტნეულის წვენსაც, შედეგი გაცილებით ეფექტური იქნება. წვენები შეგიძლიათ, კვების შუალედებში მიირთვათ.
3 სადილის კოვზი „ჰერკულესი“ ჩაყარეთ მომინანქრებულ (ემალის) ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ყოველ კვებაზე დაგჭირდებათ ნახევარი ჩაის ჭიქა დამბალი „ჰერკულესი“. დანარჩენი ნახევარი ხილით უნდა შეავსოთ და მოურიოთ. თუ სიტკბოს გარეშე ვერ მიირთმევთ, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი.
9 საათზე – ნახევარი ჩაის ჭიქა დამბალ „ჰერკულესში“ აურიეთ 1 ცალი კანიანად გახეხილი „ანტონოვკა“.
12 საათზე – ამდენივე „ჰერკულესი“ + 1 ცალი წვრილად დაჭრილი გრეიპფრუტი (ცხადია, გაფცქვნილი).
15 საათზე – „ჰერკულესი“ + 1 ცალი დაჭრილი ფორთოხალი.
18 საათზე – „ჰერკულესი“ + 1 ცალი საშუალო ზომის დაჭრილი ბანანი.
21 საათზე – „ჰერკულესი“ + 2-3 ცალი დაჭრილი კივი.
გაზაფხულ-ზაფხულში, სასურველია, ეს ხილი სეზონური ხილით ჩაანაცვლოთ. განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია კენკრა.

დიეტის დროს 10 ყველაზე პოპულარული შეცდომა


გახდომის რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, ქვემოთ მოტანილი 10 შეცდომა პროცესს საგრძნობლად შეაფერხებს.

1. ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან უვახშმობა
როცა დიეტის ინსტრუქციაში წერია, რომ საკვების ბოლო მიღება საღამოს 6–7 საათზე გვიან არ უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ის აუცილებლად უნდა შედგეს. თანაც იდეალურ შემთხვევაში, ეს სრულფასოვანი ვახშამი უნდა იყოს და არა იოგურტი ან ვაშლი. რა თქმა უნდა, უკიდურეს შემთხვევაში მსუბუქი წახემსებაც დაიშვება.

2. გახსოვდეთ, რომ ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან მისი სრული არარსებობა უფრო მოხდენილს არ გაგხდით. ასეთი მიდგომა დაამუხრუჭებს გახდომის პროცესს, რადგან საკვების მიღების დიდი დროითი წყვეტა ჩვენს ორგანიზმს აიძულებს მირთმეული ხანგრძლივ პერიოდზე გაანაწილოს და ფერხდება ნივთიერებათა ცვლა. უფრო მეტიც: ხანგრძლივი შიმშილობა ადრე თუ გვიან დიეტაზე ხელს ჩაგაქნევინებთ. ამიტომ არ ღირს საკუთარი ნებისყოფის გამოცდა.

3. ხშირი წახემსება დღის განმავლობაში
რეკომენდებულია დღეში სამჯერ მირთმევა: საუზმე, სადილი და ვახშამი. თუ ძალიან ადრე დგებით, შეგიძლიათ ორი საუზმეც მოიწყოთ. მაგრამ დღის განმავლობაში მოერიდეთ ხშირ წახემსებას. როცა მადას საკვების მიღებამდე იკლავთ, ავტომატურად იმაზე ბევრად ნაკლებს ჭამთ, ვიდრე გესაჭიროებათ მომდევნო ტრაპეზამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წახემსებისას გაუმართლებლად მეტს მიირთმევთ, რადგან უკვე შიმშილი გაგიმძაფრდებათ.

წაიკითხე მეტი…

სიზმარი და ფსიქოლოგია


რას ნიშნავს სიზმრები? რა იმალება თითოეული სიზმრის უკან? რა ტიპის სიზმრები არსებობს?
ყოველ ღამე თითოეული ჩვენთაგანი სზმრების რთულ სამყაროში ვხვდებით. იმის გამო, რომ სიზმარი ასეთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანების ფსიქიკურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად, ყველა კულტურა მივიდა ერთ კითხვამდე: აქვს თუ არა ამ სიზმრებს რაიმე მნიშვნელობა?
ადამიანები თავისი სიცოცხლის დაახლოებით 1/3-ს ძილში ატრებენ. ბევრი მათგანი ხედავს სიზმრებს. უმეტესობა კი თითქმის ყოველდღე. ზოგიერთები ხედავენ რამდენიმე სიზმარსაც კი ღამეში. მაგრამ ყველას როდი შეუძლია გაიხსენოს თავისი სიზმარი დილით.
სიზმარი ხშირად სასაცილო, შემაძრწუნებელი ანდა უაზროა. ამ დროს ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ სძინავს და ყველაფერს აღიქვამს რეალობად. სიზმარზე მოქმედებს გავლილი დღის მოვლენები, მეხსიერებაში აღბეჭდილი რაიმე ფაქტი, ფიქრები. მაგ, ჰაერში ტემპერატურის მატებისას შეიძლება დაგესიზმროთ პლაჟი ან ჯოჯოხეთი, ხოლო ტემპერატურის დაცემისას – ზღვაში ბანაობა ან კოსმოსში გაფრენა (რომ იცოდეთ, ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 20°С). წაიკითხე მეტი…

ფაქტები პლაცებოს ეფექტის შესახებ


ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ფენომენებიდან პლაცებოს ეფექტი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ნაკლებად ამოხსნილი მოვლენაა. მასზე ყველას გვსმენია, მაგალითად ის, რომ შეგვიძლია ავადმყოფობებისგან განვიკურნოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გვჯერა, ასე მოხდება. სხვა სიტყვებით, ვატყუებთ ორგანიზმს და ვაჯანსაღებთ მას, რაც ტვინის ძლევამოსილებას ამტკიცებს. თუმცა ამის გარდა არსებობს პლაცებოს ეფექტის გარკვეული ასპექტები, რომელთა ახსნა ექიმებისა და მეცნიერებისთვისაც კი რთულია. წაიკითხე მეტი…

სურათი

ფოტო განწყობისთვის

რომელი მანქანა შეგეფერებათ ზოდიაქოს მიხედვით? :P


ჩვენ, ქალბატონები, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ვამაყობთ ინდივიდუალიზმით. ყველა საკითხში განსხვავებული გემოვნება გვაქვს და ამ მხრივ არც ავტომობილებია გამონაკლისი.

ჩვენს გემოვნებას ჩვენი ზოგადი მახასიათებლებიც განაპირობებს, რაც რამდენადმე, გარკვეულწილად დაკავშირებულია ზოდიაქოს ნიშანთან. განვიხილოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს რომელი მანქანა შეესაბამება.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბოლო დროს საქართველოში ავტომობილებისთვის ნაკლებად მოდურ ფერებად ესოდენ გავრცელებული შავი და ვერცხლისფერი ითვლება, გთავაზობთ 2012 წლის მხიარულ ფერებს, რომლებიც ყველა ქალბატონს განწყობას აუმაღლებს და თამამ არჩევანს გააკეთებინებს. წაიკითხე მეტი…

%d bloggers like this: