Skip to content

თავის მოვლა სახლის პირობებში

June 28, 2011


ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ  მოზარდ გოგონებს ძალიან უყვართ თავის მოვლა და კოსმეტიკა.კრემები გელები და ათასი უამრავი საშუალება რაც ზრდასრულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს,მაგრამ გარდატეხის ასაკი ხომ “მაცდური” პერიოდია და ხშირად შეცდომაში შევყავართ😀,მოკლედ მე გსწავლით როგორ მოუაროთ სახლის პირობებში თავს.

პირველ რიგში სახის პილინგი ( პილინგი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, მისი დახმარებით ვიშორებთ მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირიდან, ამით ვეხმარებით “სუნთქვაში” და კოსმეტიკური საშუალებებიდან სასარგებლო ნივთიერებების უკეთ შეწოვაში). სახლის პირობებში მარტივად კეთდება პილინგი – ყავის ნალექისგან, რომელიც არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა. წრიული მოძრაობებით მსუბუქად უნდა წავისვათ მთელს სახეზე. საოცრად არბილებს სახის კანს.

კიდე ვიცი მჭადის ფქვილსაც ხმარობენ, კარგია შავი წერტილების ამოსაყვანად (ცხვირზე ნიკაპზე) სკრაბივით იხმარება.
ძალიან მშრალი აქერცვლადი კანისთვის,ძალიან კარგია თუ დუშგელში ავურევთ ყავის ნალექს და 1 ჩ. კ. მარილს.
ყავის ნალექს რუჯისთვისაც იყენებენ. არის ნიღაბი, რომელიც არბილებს და აახალგაზრდავებს კანს და ასევე მატებს მას მსუბუქ ნამზეურს:
1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ყავა, 3 წვეთი კასტორის (მე ზეითუნს ვხმარობ) ზეთი, 1/2 ჭ. რძე – ეს ინგრედიენტები ერთმანეთში საგულდაგულოდ უნდა ავურიოთ, მიღებული მასა წავისვათ სუფთა სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
ყავის ნალექში თუ ცოტა შაქარს და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთს ავურევთ, მივიღებთ გადასარევ ტანის სკრაბს, რომელიც ამკვრივებს კანს და ებრძვის ცელულიტს.

არაჩვეულებრივია კანისთვის აგრეთვე ზეითუნის ზეთი.


დღეს იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია, იყიდება აფთიაქებში და სულაც არ ღირს ძვირი. მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ კანის დატენიანებას, თმების (თმაში იზელენ და იგი ებრძვის თმის ცვენას) და ფრჩხილების ჯანმრთელობას

4 Comments
  1. საკმაოდ გამოსადეგი პოსტია,გმადლობ ავტორ

  2. kate permalink

    +1 კარგი სიახლეა

  3. ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ისიც უნდა დაწერო რომ პილინგი ყველასთვის მიზანშეწონილი არ არის..თან კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ შეიძლება გაკეთდეს : )

    • მადლობა რჩევისთვის,გავითვალისწინებ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: