Skip to content

იოგა ვეგეტარიანელობის პრობლემის შესახებ

June 28, 2011


ალბათ ყველა თქვენთაგანს უსარგებლია გაყინული პროდუქტებით. ეს პროდუქტის შენახვის მართლაც ძალიან მოხერხებული და კარგი მეთოდია…


ალბათ ყველა თქვენთაგანს უსარგებლია გაყინული პროდუქტებით. ეს პროდუქტის შენახვის მართლაც ძალიან მოხერხებული და კარგი მეთოდია, თანაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისიამოვნოთ ამ საკვებით, რისი სეზონიც არ არის. ზაფხილში დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეულია, რომელიც თქვენ თავადაც შეგიძლიატ გაყინოთ და თვეების განმავლობაში შეინახოთ. ასეთ პროდუქტი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და გემოს, თანაც ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე სუპერმარკეტში ყიდვა.

გაყინვის ინდუსტრიული პროცესის დროს ხილისა და ბოსტნეულის სწრაფი დამუშავება ხდება: მათ რეცხავენ, სწრაფად აშრობენ და მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზე სწრაფადვე ყინავენ. ეს საშვალება სიძლევა პროდუქტში მაქსიმალურად შენარჩუნდეს საკვები ნივთიერებები და ამვდროულად, არ დაირღვეს მისი სტრუქტურა.

თოთქმის ყველანაირი პროდუქტის გაყინვა შეიძლება – ხორცის, ხილის, ბოსტნეულის, ცომეულისაც კი. იმისათვის, რომ პროდუქტმა შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები, გემო და ფორმა, სახლში გაყინვისას რამდენიმე წესი უნდა დავიცვად.

გასაყინი ხილ-ბოსტნეული აუცილებლად უნდა იყოს ახალი და საღი. უმჯობესია გაყიდოთ პატარ-პატარა ულუფები. გაყინვამდე 24 საათით ადრე საყინულე გადაიყვანეთ მინიმალურ ტემპერატურაზე.

ხილი გაყინვის წინ კარგად გარეცხეთ და შეაშრეთ. დაალაგედ დიდ თეფშზე ან დაფაზე და მაქსიმალურად სწრაფ რეჟიმში გაყინეთ. შემდეგ შეგიძლიათ საკვები ცელოფნის პარკებში გადაიტანოთ და მ჻იდროთ მოუკრად თავი. პარკიდან აუცილებლად გამოდევნეთ ზედმეტი ჰაერი. კურკიან ხილს შეგიძლიათ კურკა გამოაცალოთ ან დაუტოვოთ, თუმცა დიდი ზომის ხილი, როგორებიცაა გარგარი, ატამი, უმჯობესია კურკის გარეშე გაყინოთ. მსხალი, კომში და სხვა მსგავსი წვრიკურკიანი ხილი უმჯობესია გაფცქვნათ, გაარჩიოთ და დაჭრილი გაყინოთ. გარგად იყინება კენკრა: მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მოცვი, ქაცვი და ა.შ. ზოგიერთი გაფცქვილი და დაჭრილი ხილი, ფერს იცვლის და მუქდება, მათ შეგიძლიათ გაყინვის წინ ლიმონის წვენი მოასხათ ან ცოტაოდენი შაქარი მოაყაროთ.

წყარო: ჟურნალი „რეიტინგი“

\

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: