Skip to content

გარუჯვა

July 24, 2011


რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მზეზე დაწვა პირველ დღეს

თანამედროვე ექიმები ადამიანებს ყოფენ რამდენიმე ფოტოტიპად:

-კელტური ფოტოტიპი-

მათ მიეკუთვნებათ რძისფერი კანის ადამიანები, მათ გარუჯვა პრაქტიკულად არ შეუძლიათ და უმრავლეს შემთხვევაში იწვებიან და მათი კანი ვარდისფერდება.

ასეთ ადამიანებს ძირითადად ღია ან მოწითალო ფერის თმა, ფერისმჭამელები, ცისფერი ან ღია-ნაცრისფერი თვალები გააჩნიათ.

მათ უნდა გამოიყენონ ბრონზატები, რადგან მზე და სოლარიუმი უკუნაჩვენებია.

-ნათელი კანის მქონე ევროპული ფოტოტიპი

– ისინიც იწვებიან მზეზე, მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით შესაძლოა ოდნავ გაირუჯონ.

მათ უმრავლესობა ღია ქერა, ნაცრისფერ, ცისფერ, მწვანეთვალება ადამიანები არიან. მაგ. რუსების და ევროპელების დიდი ნაწილი.

-მუქკანიანი ევროპული ფოტოტიპი

– კარგად ირუჯებიან, მზეზე დამწვრობას მხოლოდ გაუფრთხილებლობისას იღებენ.

კანი სპილოსძვლისფერი აქვთ, ფერისმჭამელები პრაქტიკულად არ გააჩნიათ, თვალების ფერია ნაცრისფერიდან დაწყებული მწვანე ფერით დამთავრებული.

ეს ფოტოტიპიც მრავლად გვხვდება.

-ხმელთაშუა ზღვის ფოტოტიპი

– მათ გაუმართლათ, რადგან სწრაფად ირუჯებიან, არ იწვებიან, ნამზეური მათ კანზე ლამაზად გამოიყურება და დიდხანს ნარჩუნდება.

ბუნებრივადაც მუქი ფერის კანი და თმები აქვთ.

– აზიური ფოტოტიპი-

მეტად გამოხატული მუქი, მონგოლოიდური კანით, არასდროს იწვებიან. მათ მუქი თმები და თვალები აქვთ, თუმცა მათ შორისაც გხვდება ცისფერ ან მწვანეთვალება ბავშვები შერეული ოჯახებიდან.

სიცხის და მზის მიმართ გენეტიკური გამძლეობა ახასიათებთ, თუმცა მათი კანი ადვილად კარგად ელასტიურობას.

-აფრიკული ფოტოტიპი

– არასდროს იწვებიან, კარგად არიან დაცული ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

გარუჯვა ფაქტიურად არ სჭირდებათ, პლიაჟზე შეუძლიათ სიამოვნებისთვის ინებივრონ.

შავი კანი, თმები და მუქი თვალები ბუნებრივად ახასიათებთ.

ფოტოტიპის მიუხედავად გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერში მისასალმებელია ზომიერება.

გარუჯვისას გამოიყენეთ დამცავი საშუალებები, მზეზე ყოფნას თანდათან შეეგუეთ, დაიწყეთ რამდენიმე წუთით და თანდათან გაზარდეთ დრო.

მოერიდეთ თაკარა მზეს. ამგვარად თავიდან აიცილებთ ნეგატიურ შედეგებს და ნამზეურიც სიხარულს მოგანიჭებთ.

წყარო: lady.ge

One Comment
  1. ეჰ,სად უფრტხილდებიან კანს,იბრაწებიან თავდაუზოგავად🙂
    საინტერესო პოსტია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: