Skip to content

იოგა ფორმაში ჩაგაყენებთ

July 24, 2011


თუ გაწუხებთ ზედმეტი კილოგრამები, იოგა საუკეთესო საშუალებაა პრობლემის მოსაგვარებლად.

ხშირ შემთხვევაში, ზედმეტი წონა ჩნდება მაშინ, როდესაც ბევრს ვჭამთ, ცოტას ვმოძრაობთ ან ნივთიერებათა ცვლა გვაქვს დარღვეული. ჩვენი უმეტესობა მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს- ჩახუთულ ოთახში, უმოძრაოდ… – ასე ჩნდება ზედმეტი კილოგრამები… ფორმაში ჩასადგომად მივმართავთ დიეტებს, ფიზიკურ ვარჯიშებს… .მაგრამ, შედეგი თითქმის ყოველთვის ერთია – რამდენიმე კილოგრამის დაკლების შემდდეგ ჩვენ ისევ ვიმატებთ. უფრო მეტიც, ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გვიუარესდება და საგონებელში ვვარდებით…

ნუ გააწვალებთ თქვენს ორგანიზმს ულტრათანამედროვე ლიმონისა და მზის დიეტებით, რომლებიც გაცლიან უკანასკნელ ძალებს.

იოგა დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში. ამისათვის საჭირო იქნება მხოლოდ გულისყური, ცოტაოდენი დრო და სურვილი მიაღწიოთ მიზანს.
გახსოვდეთ, ლამაზი სხეული არ არის იოგას მთავარი მიზანი. ეს ერთ-ერთი თანმხლები დადებითი შედეგია სხვა სასიკეთო შედეგებთან ერთად.

ბალანსირებულად შერჩეული აქტიური და რელაქსაციური ასანები, სპეციალური სუნთქვის ტექნიკა-საუკეთესო საშუალებაა ზედმეტი წონის და ცელულიტების წინააღმდეგ. პირველი შედეგი უკვე რამოდენიმე ვირჯიშის შემდეგაც შეგიძლიათ იგრძნოთ…

მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ვარჯიშისთვის თავის დანებება არ ღირს, რადგან იოგა მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას აღადგენს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, რაც ასევე ღრმა რელაქსაციის შედეგია.
ძალიან ხშირად სვამენ შეკითხვას: როგორ უნდა დავიკლოთ იოგას მეშვეობით როდესაც მისი ვარჯიშები არ არის სწრაფი და დამღლელი?

იოგას ვარჯიშები ისეთივე ეფექტურია კალორიების დაწვის თვალსაზრისით როგორც, ოც წუთიანი სირბილი, თუმცა, მთავარი პრივილეგია ასანების მრავალფეროვნებაშია, რადგანაც მათი შესრულებისას არ რჩება სხეულის არც ერთ დაუმუშავებელი პრობლემური ზონა.

იოგა იმ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ, თუ თქვენი ზედმეტი წონა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია. რადგან ნივთიერებათა ცვლა თქვენს ფსიქიკურ მდომარეობაზეც არის დამოკიდებული, მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავის და სახკუთარი ორგანიზმის ძალების!

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა თუ რამდენ ხანში შეიძლება დავიკლოთ წონაში და გავხდეთ მიმზიდველი გარეგნობის, იოგას მეშვეობით?რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალური საკითხია და დამოკიდებულია თქვენი ორგანიზმის თავისებურებებზე, ფიზიკური განვითარების დონეზე და არსებული დაავედებების მიზეზებზე.
მთავარია, რომ სერიოზულად მოეკიდოთ ამ საკითხს გამოიჩინოთ ნებისყოფა და მოთმინება, შედეგს კი დღითი დრე იგრძნობთ, თუნდაც ერთი თვის შემდეგ შეიძლება თვალსაჩინო შედეგი გქონდეთ, ხოლო თუ ვარჯიშს სისტემატურად გააგრძელებთ, მაშინ ეს პრობლემა საერთოდ აღარ იარსებებს თქვენთვის. გახსოვდეთ, რომ იოგას ვარჯიშების შედეგად დაკლებულ წონას ორგანიზმი დიდხანს ინარჩუნებს.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ იოგას რეგულარული პრაქტიკა ეხმარება შეაფერხოს წონის მატება უფროსი თაობის ადამიანებში.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 45 დან 55 წლამდე უმრავლესობა ადამიანებისა იმატებს წონაში 1 წელიწადში 0,5 კილოგრამს, რაც ჩვეულებრივი პროცესია და ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ამ ასაკის ხალხი არ უთავსებს საკვების მიღებას, შემცირებულ ფიზიკურ აქტივობას.
იოგა გაძლევთ საშუალებას, ვარჯიშები შეასრულოთ ფრთხილად თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, რასაც ვერ მოგცემთ სხვა ტიპის აქტივობები.

ვარჯიშის დროს დახარჯავთ საკმარის კალორიებს ზედმეტი წონის მოსაშორებლად.

იოგა, ასევე დაგეხმარებათ რომ, მოუსმინოთ საკუთარ თავს, განავითაროთ თქვენი შინაგანი შესაძლებლობები და უნარები, გამოიმუშავოთ ნებისყოფა რის შედეგადაც თავისუფლად აარიდებთ თავს არასასურველ საკვებს…

მასალა მოგვაწოდა : გიორგი ბერძენიშვილი

8 Comments
  1. მიუხედავად იმისა რომ იოგა მართლაც და ძალიან სასარგებლოა, მე ვთვლი რომ ვისაც ფორმაში და სხეულის ტონირება სურს პილატესი ჯობია. უფრო დინამიურია, მთელი სხეული კარგად ვარჯიშდება, რასაც შესაბამისად უფრო სერიოზულ შედეგამდე მივყავართ.

  2. eka permalink

    gamarjobat, calian minda viaro iogis creze, magram ar vici sad aris teritoriulad,tu shematyobinebt adgilmdebareobas(agretve pilialebs) madlobeli dagrthebit

    • eka – შედი ამ ვებ-გვერდზე: http://yoga.ge/ ეს არის იოგას ოფიციალური ფედერაციის ვებ-გვერდი და იქ იპოვი დამატებით ინფორმაციას თუ სად შეიძლება ჩაიტარო პროცედურები.წარმატებებს გისურვებ,და იმედია ჩვენი ბლოგის ხშირი სტუმარი გახდები😛

  3. ვაპირებ რამდენიმე დღეში მივაკითხო იოგის სახლს.
    ყოველთვის მაინტერესებდა იოგა. სახლში რამდენჯერმე ვცადე წიგნის ან ვიდეოს მიხედვით მევარჯიშა, მაგრამ მეშინია რამე არასწორად არ გავაკეთო.
    ამიტომაც ჯობია ალბათ ინსტრუქტორის მეთვალყურეობა.

  4. შამანკა permalink

    ვასწავლი იოგას ინდივიდუალურად კვირაში 3ჯერ 200 ლარად, სტუდენტებისთვის 50% ფასდაკლება.სასიამოვნო გარემო გარანტირებული გაქვთ,აგრეთვე სასიამოვნო მასწავლებელი:)
    ინდივიდუალურ ვარჯიშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იოგაში, როდესაც ჯგუფში 5 მეტი ადამიანია, შეუდლებელია დროული შენიშვნები მისცე მოსწავლეს,დროის უქონლობის გამო შედეგათ ვიღებთ არასწორ ასანებს(დგომარეობებს). წინასწარ გიხდით მადლობას თუ განგება მოგიყვანთ ჩემთან:) ტელ:598307783

  5. teko permalink

    tu arsebobs batumshi iogas saxli an sxva raime msgavsi dacesebuleba?

  6. AUM permalink

    პრივეტ, ეკა! გააჩნია რა იოგა გინდა. თუ უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშების კეთება გინდა შეგიძლია იოგა.ჯი-ზე შეხვიდე – იქ ძირითადად რაც ვნახე ფიზიკური ვარჯიშებია. იოგა არ არის თავზე დგომა. ამ ვარჯისებს ჰა-თხა იოგა ქვია, და იოგები მას საბავშვო ბაღს უწოდებენ. :))) იოგა სანსკრიტული სიტყვაა და ცხოვრების ჭეშმარიტებასთან, უმაღლეს “მე”-სთან კავშირს ნიშნავს. ამას თავზე დგომით და სუნთქვით ვერ მიაღწევ. ამას კონცენტრაცია და მედიტაცია ჭირდება. თუმცა ეს ვარჯიშები შეიძლება დაგეხმაროს ამაში. ინდოეთის ბევრ სერიოზულ სკოლებში საერთოდ არ გადიან ჰა-თხა იოგას, ისინი პირდაპირ კონცენტრაციით და მედიტაციით იწყებენ, მაგალითად შრი აურობინდოს “ინტეგრალური იოგის” სკოლაში, შრი რამაკრიშნას იოგის გზაზე და ა.შ. ქართული საიტეზე ცოტა ინფორმაციაა მედიტაციაზე.🙂
    აქ ბევრი ინფორმაცია დევს იოგაზე და კერძოდ მედიტაციაზე და სხვადასხვა იოგის მასწავლებლებზე: http://www.self-discovery.ge – ლამაზად გაფორმებულიცაა.
    და იქვე მარჯვენა მენიუში იოგას ღონისზიებების განცხადებებია, სემინარები და სხვა. გისურვებ პრაქტიკასი წარმატებასა და წინსვლას!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: