Skip to content

”შეუმჩნეველი ვარჯიში”

September 9, 2011


მალე გაზაფხული დადგება, ხოლო საკუთარი თავის ფორმაში მოყვანა ამ დროისათვის ყველას სურს, მაგრამ დრო ამისათვის ყველას არ ყოფნის. სამსახურის შემდეგ კი დასვენება გვინდა, სახლშიც უამრავი საქმეა, რა უნდა ვქნათ?

აერთოდ კი დროის უქონლობა მხოლოდ თავის მართლებაა. სურვილის შემთხვევაში შეიძლება გამოსვლა ამ სიტუაციიდან. არსებობს ფიზიკური ვარჯიშები, რომელთა შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროსაც კი. მაგალითად აი ასეთების:

ვარჯიში ბარძაყების შიდა ადგილებისათვის. საწყისი მდგომარეობა – მჯდომარე ან მდგომარე. დაძაბეთ კუნთები და ეცადეთ მთელი ძალით მიაწვეთ ერთი ფეხით მეორეს, თითქოს რაიმეს კუჭავთ. ვარჯიში უნდა გააკეთოთ მორიგეობით ორივე ფეხისათვის, თითქოს ერთი ფეხით მეორე ფეხის გაწევა გსურთ.

ვარჯიში წვივებისათვის. საწყისი მდგომარეობა – მჯდომარე, ფეხები ერთად. ჯერ ასწიეთ ფეხის წვერები, ქუსლები არ მოწყვიტოთ იატაკს, შემდეგ ქუსლები, ისე რომ არ ასწიოთ წვერები. მოძრაობის ამპლიტუდა მაქსიმალური უნდა იყოს. შემდეგ ოდნავ ასწიეთ ფეხები და გააკეთეთ წრიული მოძრაობები ტერფებით. ეს ვარჯიში კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დაავადებისათვის.

ვარჯიში მხრებისა და ხელებისათვის. მოსახერხებელია ტრანსპორტში. ჩაეჭიდეთ ხელის მოსაკიდებელს და ეცადეთ ‘’დაეკიდოთ’’ მას. შემდეგ მოკიდეთ ხელი ქვემოდან და სცადეთ “ასწიოთ” იგი. ამ ვარჯიშის გაკეთება სამსახურშიც შეიძლება. როცა მაგიდასთან ზიხართ, ხელები ამოიდეთ მუხლების ქვეშ და სცადეთ ასწიოთ ფეხები.

ვარჯიშები მკერდის კუნთების გასამაგრებლად. შეართეთ ხელის მტევნები გულმკერდთან და მიაწექით მთელი ძალით, შემდეგ ჩამოწიეთ ხელები და მიაჭირეთ თეძოებს. თუ სამუშაო მაგიდასთან ზიხართ, დადეთ ხელები მაგიდაზე და დააწექით ისე, თითქოს იატაკთან გინდათ მიიტანოთ.

ვარჯიში მუცლის პრესისათვის. მონაცვლებით შეკუმშეთ და გაბერეთ მუცელი და ყოველი მდგომარეობა 30 წამით დააფიქსირეთ. შეგიძლიათ უბრალოდ თვალყური ადევნოთ, რომ მუცელი გამუდმებით შეკუმშული გქონდეთ, ასეთ მდგომარეობაში მუცლის კუნთები ტონუსში იქნება და თანაც კარგ ჩვევას შეიმუშავებთ.

ვარჯიში ბარძაყის წინა ნაწილისათვის. დაჯექით სკამის ნაპირზე და შეართეთ მუხლები. ზურგი სწორად უნდა გეჭიროთ. მორიგეობით გაშალეთ მარჯვენა და მარცხენა ფეხი, ტერფი ამ დროს მაღლა უნდა იყოს აწეული. ეს ვარჯიში მანამ გააკეთეთ, სანამ კუნთები არ დაგეღლებათ. შეგიძლიათ ორივე ფეხი ერთდროულად ასწიოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მუხლების ერთად ჭერა. ეს ვარჯიში ასევე კარგია მუცლის პრესისათვის და ზურგისათვის.

ვარჯიში ბარძაყების გარე ზედაპირისათვის. სახელდობრ ამ ადგილებს ებრძვის ქალთა უმრავლესობა. დაჯექით სკამზე, მუხლები ერთად. ხელები ჩაკიდეთ სკამს ორივე მხრიდან ბარძაყების გასწვრივ და ბარძაყებითვე მიაწექით ხელებს 5-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი მოდუნდით. ვარჯიში გაიმეორეთ 20-ჯერ.

ვარჯიში ბარძაყის უკანა მხრისათვის. არ დაგავიწყდეთ ბეჭების გასწორება და მუცლის კუნთების დაჭიმვა. მორიგეობით დააჭირეთ მარჯვენა და მარცხენა ფეხის ქუსლები იატაკს და გაჩერდით 5-7 წამი. გაიმეორეთ ვარჯიში ორივე ფეხისათვის 10-ჯერ.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: