Skip to content

რჩევები დიეტის დაცვისას

September 13, 2011


დიეტების შესახებ
სანამ დიეტების გაცნობას დაიწყებდეთ გავეცნოთ ზოგიერთ რჩევებს დიეტის შესახებ
დიეტა-ბერძნული სიტყვაა და[ბერძ.diaita ცხოვრების წესი] ადამიანის კვების გარკვეული რეჟიმს ნიშნავს.

ექიმის გარეშე დიეტის დაცვა სასურველი არ არის

ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის მოსაზრებით, ექიმის გარეშე დიეტის დაცვა სასურველი არ არის.

“ დიეტა ნიშნავს: სწორ, ჯანმრთელ, რაციონალურ, დაბალანსებულ კვებას. თითოეული ადამიანისთვის დიეტა ინდივიდუალურად უნდა იყოს შედგენილი, რიგი კლინიკური – ლაბორატორიული კვლევების ჩატარების საფუძველზე, ვინაიდან არ არსებობს რაიმე უნივერსალური დიეტა, რომელიც ერთნაირი ეფექტურობით დააკლებინებდა წონაში ყველას. მხოლოდ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ჩვენ გადავწყვეტთ თუ რა სახის დიეტა შევადგინოთ და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე რა პრეპარატები დავუნიშნოთ,”

მისივე თქმით, დიეტაში იგულისხმება ყველა კომპონენტი – ცილა, ცხიმი, ნახშირწყლების ჯეროვანი რაოდენობა, რაც ორიენტირებულია და მორგებულია კონკრეტულ პაციენტზე.

ადამიანი მაშინ მიმართავს დიეტას, როცა აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ჭარბი წონა დაავადება არ არის, ეს სიმსუქნის წინარე მდგომარეობაა, ხოლო სიმსუქნე კი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას და საჭიროებს მეთვალყურეობასა და მკურნალობას მთელი სიცოცხლის მანძილზე.

“სიმსუქნის დროს ზიანდება პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემა და მისი მკურნალობის საფუძველია სწორი, ჯანმრთელი კვება და დოზირებული ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ასევე ინდივიდულუარდ უნდა იყოს შედგენილი.” – დასძინა ქეთი ასათიანმა.

“სასურველია, რომ დიეტა გამყარებული იყოს პოლივიტამინით და კალციუმის პრეპარატით. ამიტომაც უნდა იყოს დიეტა ექიმის მიერ შედგენილი. ექიმი ითვალისწინებს იმ მიკრო-მაკრო ელემენტებს, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის.” – აღნიშნა ქეთი ასათიანმა.

სიმსუქნის მქონე პირებმა წონაზე მუდმივი კონტროლი უნდა დააწესონ, რათა არ მოიმატონ, რადგანაც სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და ახასიათებს წონის კლება-მატება.

წყარო: narkozi.com

2 Comments
  1. iakokoka permalink

    aucileblad gamovyeneeb am rchevebs

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: