შიგთავსზე გადასვლა

ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამცველებმა რონალდ მაკდონალდს ომი გამოუცხადეს

ოქტომბერი 13, 2011


კვების ობიექტების ცნობილი ქსელი ”მაკდონალდსი” საფრთხის ქვეშ არის. მის წინააღმდეგ ექიმებისა და მოქალაქეების ნაწილი გამოდის და მას ამერიკელ ახალგაზრდებში სიმსუქნის მაჩვენებლის მომატებაში ადანაშაულებენ.
აქტივისტებმა უკვე მიმართეს მასმედიას და პრესაში მაკდონაალდსის გენარალური დირექტორის – ჯიმ სკინერის სახელზე განათავსეს წერილი, სათაურით ”ექიმები კრძალავენ ახალგაზრდებისთვის არაჯანსაღი საკვების მიყიდვას.”

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ თუ მაკდონალდსის მეწილეები რონალდ მაკდონალდსს პენსიაზე გაუშვებენ (43 წელია ამ საქმისთვის მუშაობს) და ამავდროულად ამერიკულ მაკდონალდსებს კაპიტალურ რემონტს ჩაუტარებენ, ეს ბრენდის სახეცვლილებას გამოიწვევს, თუმცა კომპანია პოზიციების დათმობას ჯერ-ჯერობით არ აპირებს.

ამაზე მეტყველებს “Wall Street Journal” -ში გამოქვეყნებული სტატია, სადაც მაკდონალდსი ასეთ განცხადებას აკეთებს: ”ვაცნობიერებთ ბავშვის ჯანმრთელობის, მათი სწორი კვების მნიშვნელობას და მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ვთავაზობთ. ”ჰეფი მილიც” სწორედ რომ ახალგაზრდებისთვის არის განსაზღვრული. მზად ვართ დიალოგისთვის.”

როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ისტორია, ფაქტი ერთია, მაკდონალდსი საფრთხის არსებობას არ აღიარებს, თუმცა რეაგირებას აკეთებს და 2 საკმაოდ დიდ ნაბიჯს დგამს.

1. საზოგადოების ნაკლებად გაღიზიანების მიზნით მხირულ ჯამბაზს – რონალდს ემშვიდობება.
2. ახალგაზრდა მომხმარებლის შენარჩუნებისა და მოზიდვის მიზნით ახალ ვიდეო-რგოლს რონალდის მონაწილეობის გარეშე იღებს, რომელშიც ყველასთვის საყვარელ პროდუქტს “Happy Meal”-ს არეკლამებს.

საინტერესოა, როგორ მიიღებს საზოგადოება ახალ ვიდეო-რგოლს, ურონალდობა თუ ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამცველებზე დადებითად იმოქმედებს, შესაძლოა ”happy meal”-მა ახალგაზრდები ჯამბაზის გარეშე ვეღარ გააბედნიეროს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ჯამბაზი არა მხოლოდ მაკდონალდსის ქსელის, არამედ რონალდ მაკდონალდსის საქველმოქმედო ორგანიზაციის სახეც არის.

9 Comments
  1. უფ,მე მიყვარს მაგდონალდსის ბუტერბროდები 🙂

    • მეც მიყვარს,მაგრამ ზომიერად 😛

      • ლიზიკუნა permalink

        ისე უზომოდ რომ ჭამო წარმომიდგენია რამხელა გახდები))

  2. ლიზიკუნა permalink

    ისე ე რა კაი რაღაცეები აღმოვაჩინე წეღანსმერე ვკითხულობ)) ჩემთვის ძალიან საინტერესო თემებია)) მაკდონალდს რაც შეეხება ძალინა მიყვარს, მაგრამ ვიცი რომ ჯანმრთელობისთვბის არაა კარგი. აქამდე სად იყავი ყმაწვილო))))

    • უღრმესი მადლობა,მიხარია თუ ჩემი ბლოგზე ასახული სტატიები გამოგადგებათ…. :*

  3. etunaa permalink

    Tore ras ambob ise uares sachmels ar chamdnen raa… .asetia ,tu iseti me mommwons 😛 kidec shevcham,kidec davlev 😛 vot taak! 😉

    • ღმერთმა ხელი მოგიმართოს,გაგვატარე ვისაც ჯანსაღი ცხოვრების სურვილი გვწყურია 😀 :*

    • marik permalink

      ahaah )) mec mikvars makdlonaldsi tumca radgan janmrtelobisatvis mavnebeliaa ras vizaamt )) :* ❤ )) ahaah ))

Leave a reply to ourhb კომენტარის გაუქმება