Skip to content

ყინულით მკურნალობა

October 28, 2011


ყინულით (სიცივით) მკურნალობამ, როგორც სრულფასოვანმა სამკურნალო საშუალებამ, აღიარება პოვა, როგორც ტრადიციულ, ისე ხალხურ მედიცინაში.
ყინულს ვიყენებთ სხვადასხვა დაავადების დროს, უპირველეს ყოვლისა, დაჭიმულობის, ნაღრძობისა და სისხლდენის დროს. პროცედურების დროს – ყოველი 10-15 წუთის შემდეგ უნდა შეისვენოთ, რათა ნატკენი ადგილი არ გაცივდეს ან არ გაიყინოს.
ყინულისათვის შინ შეიძლება გამოიყენოთ რეზინის სათბურა – შეახვიეთ პირსახოცში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ან გამოიყენეთ პლასტიკური ბოთლი. ნახევრად შეავსეთ წყლით და შედგით მაცივარში 2-3 საათით.
ნატკენ ადგილზე შეიძლება დაიდოთ ყინულიან წყალში დასველებული ქსოვილი ან ყინულის პატარა ნაჭერი.
წაქცევისას დალურჯებულ და ნატკენ ადგილზე, ცხვირიდან სისხლდენის დროს შეიძლება გაიკეთოთ ცივი კომპრესი.
ცივი კომპრესები რეკომენდებულია ართრიტისთვის, შაკიკის, კუნთების სპასტიკური პარალიზების დროს, მაღალი ტემპერატურის დროს ყინული შეიძლება დაიდოთ შუბლსა და კეფაზე, ანელებს ტკივილს. ცივი კომპრესისთვის წყალში ჩაყარეთ ყინულის ნატეხები, დაასველეთ რბილი ქსოვილი და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. კომპრესი შეცვალეთ ყოველ 2-4 წუთში. ასე გააგრძელეთ 10-დან 60 წუთამდე.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: