Skip to content

“თაგვო, ჩემი ცუდი კბილი შენ, შენი კარგი კბილი მე“

December 29, 2011


ევროპელი და ამერიკელი ბავშვები, სარძევე კბილს რომ მოიცვლიან, ძილის წინ ბალიშის ქვეშ დებენ. დილით იქ მონეტას ან პაწაწინა საჩუქარს პოულობენ. კბილი კი ქრება –„კბილის ფერიას“ მიაქვს.
ინტერნეტში „კბილის ფერიას“ შესახებ სპეციალურ საიტს (http://www.toothfairy.org/) იპოვით, ფილმებსაც, სტატიებსაც ინგლისურ ვიკიპედიაში. ესპანეთში კი მის როლს თაგუნა Ratoncito Pérez ასრულებს. როგორც ჩანს თაგვს უფრო მაგარი და ბასრი კბილები აქვს. ჩვენში კი ასე იციან – პირველი მოცვლილი კიჭი თაგუნას წილია. თან ამბობენ: “თაგვო, ჩემი ცუდი კბილი შენ, შენი კარგი კბილი მე“, და კბილს სახურავზე მოისვრიან. ამას თუ გააკეთებ, ახალი კბილი კარგი და ჯანმრთელი ამოვა. აი ასე.

ჩემი მეგობრის შვილს, პატარა ლუკას, დუეინ ჯონსონის მიერ განსახიერებული გმირი ფილმში „კბილის ფერია“ ისე მოსწონს, რომ ელოდება როდის გახდება 6 წლის, კბილს რომ მოიცვლის, მერე ასეთი ფერია მასაც აუცილებლად ეწვევა, კბილსაც მისცემს, ოღონდ არსად არ გაუშვებს, პატარა სახლიც კი მოუმზადა მუყაოს ყუთისგან…

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ კბილის სანაცვლოდ ბალიშის ქვეშ ამოდებული სიურპრიზები იმ ტკივილისა და უსიამოვნო შეგრძნების გარკვეული კომპენსაციაა, რაც კბილის ამოღებას ახლავს თან. აი, როგორი მონეტა დადონ, ამას ცხადია ევროპელი და ამერიკელი მშობლები თავად წყვეტენ. მაგალითად, ინგლისელები საკმარის თანხად მიიჩნევენ 1 ფუნტ სტერლინგს. სტატისტიკის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ერთი წლის მანძილზე „კბილის ფერიას“ საჩუქრებზე დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი იხარჯება. თან გარკვეული წესი აქვთ – „კბილის ფერიას“ კბილი შეიძლება აჩუქონ ნებისმიერ დღეს, შობის გარდა.

მშობლებო, არ დაგავიწყდეთ „კბილის ფერიას“ რჩევა:

თუ ბავშვის პირველი კიჭის ამოღება სახლის პირობებში მოხდება, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჰიგიენა, ჭრილობა რომ არ დაბინძურდეს. თანაც პატარამ 2 საათის განმავლობაში საკვები არ ინდა მიიღოს. შეგვიძლია გამოვავლოთ გვირილის ნაყენი. ცხადია, სჯობს პატარას კბილი სტომატოლოგმა ამოუღოს.

და კიდევ:
კარიესული დროებითი კბილის მკურნალობა აუცილებელია. ხშირად პატარებს სარძევე კბილებზე ლაქები უჩნდებათ. ზოგ შემთხვევაში ეს არის ნადები, რომელსაც სტომატოლოგი სპეციალური პასტისა და ჯაგრისის საშუალებით მოაცილებს. მაგრამ თუ ლაქების მიზეზი კარიესია, აუცილებელია მისი მკურნალობა. პროფილაკტიკის ერთადერთი გზა კი ჰიგიენა და სრულფასოვანი კვებაა.

ავტორი: ირენ მახარაძე

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: