Skip to content

მამა და შვილი

December 29, 2011

გადავწყვიტე მამა-შვილის ურთიერთობაზე დამეწერა, უფრო სწორად ისეთ მამაზე, რომელიც შვილისთვის ვერ იცლის და ჩივის – შვილს საკმარისად არ ვუყვარვარ, არ მეფერება, შინ რომ მივდივარ სიხარულით არ მეგებება, უკვე დიდია და არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება,მოდი, მამა, ამახარე, თვითონ რატომ არ გამოხატავს მამის მიმართ სითბოს? და ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, დედა…
მე ამ ბრალდებების წინააღმდეგ ერთი არგუმენტი მაქვს(მერე რა,რომ მამაკაცი ვარ): ბავშვს მამასთან ურთიერთობა სჭირდება! მამამ ჩვილი ხელში ხშირად უნდა აიყვანოს, უნდა დაინტერესდეს პატარას ამბებით, მისი ცხოვრებით. მამა, რომელიც ხშირად დადის მივლინებაში, ხშირად უნდა ურეკავდეს თავის პატარას, ან წერილი მისწეროს (მეილით). პატარა ბავშვს მართლა ახარებს ტელეფონში მამის ხმის გაგონება, ცოტა მოზრდილი კი დიდი ინტერესით შეხედავს და მოისმენს მამისგან მოწერილ ამბებს. მამამ შვილს დრო უნდა დაუთმოს, ელაპარაკოს, ეთამაშოს, გაასეირნოს, წიგნი წაუკითხოს, ხანდახან საჭმელი აჭამოს, ტანსაცმელი გამოუცვალოს, ბაღში წაიყვანოს და ა.შ…
სიყვარულით ყველა პატარას უყვარს მამა, უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ამ სიყვარულს და სითბოს დედის მიმართ უფრო მეტად გამოხატავენ. რატომ? იმიტომ, რომ დროის უმეტეს ნაწილს დედასთან ერთად ატარებენ. მამა-შვილს შორის პატივისცემა კი ურთიერთობით იბადება. თუ ურთიერთობა არ არის, პატივისცემაც არსაიდან გაჩნდება.
მართლა შეიძლება ვინმეს დაშინება, მითუმეტეს ბავშვის. ხერხიც სხვადასხვა არსებობს: ცემა, ფსიქოლოგიური მანიპულაციები, მუქარა, შანტაჟი. ასეთი მამები მებრალებიან. მათ ბავშობაში არ ასწავლეს ურთიერთობის სხვა უფრო პროდუქტიული ხერხი. ნებისმიერი აგრესია ხომ უძლურებიდან ჩნდება. თუ ზრდასრულმა მამაკაცმა არ იცის როგორ მოიპოვოს ბავშვის პატივისცემა, არ იცის მასთან ურთიერთობის დამყარება, ის თავს სუსტად და დაბნეულად გრძნობს. და მაშინ უძლურებისგან ჩნდება აგრესია და სურვილი ირგვლივმყოფთა დამორჩილების. რაღაც მომენტში შეიძლება გაჩნდეს ილუზია, რომ ოჯახში ყველამ გაიგო ვინ არის უფროსი. თუმცა ეს არ არის პატივისცემა. ეს შიშია. როცა ილუზია ქრება და ბოლოსდაბოლოს მამა ხვდება, რომ ბავშვს მისი ეშინია, ის უფრო მეტად ბრაზდება, იმიტომ, რომ სულ სხვა რამეს ელოდა. ეს ჩაკეტილი წრეა, რომელშიც სამწუხაროდ ბევრი ოჯახია ჩართრეული. სინამდვილე კი მარტივია: გინდა რომ პატივისცემას იმსახურებდე? მაშინ დაიწყე საკუთარი თავით – იპოვე ის თვისებები, რომლისთისაც შენ თვითონ დააფასებდი სხვას.
სამწუხაროდ თავად მშობლები ყოველთვის არ აცნობიერებს(თ) საკუთარი სიტყვების სიმკაცრეს. ფრაზა: „ასე თუ მოიქცევი – აღარ მეყვარები“ – ეს არ მარტო სიცრუეა, არამედ მანიპულაციაა. იმიტომ, რომ შვილი გვიყვარს არა მისი ქცევის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი შვილია. პატარასთვის, კი არაფერია უფრო საშინელი, ვიდრე საკუთარი მშობლისგან ასეთი სიტყვების მოსმენა. სიყვარულით მანიპულირება კი დაუშვებელია. შეგვიძლია ვისაუბროთ საკუთარ გრძნობებზე, იმაზე რომ შვილის საქციელმა გული გვატკინა.
ერთ-ერთი ხერხი ბავშვის პატივისცემის დაკარგვის – დედის წინააღმდეგ მისი განწყობაა. მშობლებმა შეიძლება იჩხუბონ, მაგრამ მამას უნდა ახსოვდეს, რომ ხუმრობა და შენიშვნები, რაც მეუღლის მისამართით წამოსცდება-ხოლმე, ბავშვმა შეიძლება მტკივნეულად აღიქვას. განსაკუთრებით თუ ქალისთვის ეს ბრალდებები ცარიელი სიტყვები არ არის. ბავშვი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს დედასთან ერტად ატარებს, ფაქიზად გრძნობს მის ემოციურ მდგომარეობას. შევეცადოთ კორექტულად მოეპყარით ერთმანეთს შვილის თანდასწრებით. თუ ემოციების შეკავება რთულია, მაშინ ურთიერთობები პატარა მოწმის გარეშე უნდა გაარკვიოთ. ყველა მშობელს აქვს შეცდომის უფლება. ზოგჯერ ჩვენ შვილებს დაუმსახურებლად ვსჯით. არავინაა დაზღვეული შეცდომებისგან. მაგრამ განა ყველა მზად არის საკუთარი შეცდომა აღიაროს? სამწუხაროდ, მერე, აღმოჩნდება, რომ მშობელი გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდება როცა პატიება უნდა სთხოვოს ბავშვს. რატომღაც უფროსები თვლიან, რომ ეს მათ ღირსებას არ შეშვენის – მოუბოდიშონ პატარა ადამიანს. სწორედ ასე იკარგება პატივისცემა.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: