Skip to content

ძილი და უძილობა ანუ ეშმაკმაც დაწყევლოს სოციალური მედია!

January 12, 2012


ძილი ეს სიტყვა ერთიშეხვეით არაფერი მაგრამ რაოდენ საჭირო რამ არის ჩვენს ცხოვრებაში არა?მასზეა დამოკიდებუი მომდევნო ხვალინდელი დღე გათენდება თუ არა ჩვენთვის,მასზეა დამოკიდებული განვითარდება თუ არა ადამიანი გონებრივად,ფიზიკურად, ამ ყველაფერს ხომ მოფრთხილება სჭირდება? ჩვენ კი როგორ ვექცევით საკუთარ თავს? არ ვაცდით ორგანიზმს დაისვენოს როცა ის 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 23/25 სათი მუშაობს შეუსვენებლივ და უსიტყვოდ, ”თავგადაკლული გვემსახურება”,ვზივართ კომპიუტერებთან,ლეპტოპებთან,აიპადებთან,აიფონებთან და 24/24 საათი შიგნით ვართ ჩაკეტილი ორგანიზმი კი ყოველივე ამას როგორც უკვე ვახსენე უსიტყვოდ იტანს.
თავის ტვინს ერთდროულად უამრავი რთული ნატიფი და მრავალფეროვანი ფუნქცისს შესრულება უწევს. საინტერესოა, არ იღლებიან ნეირონები? როდის ახერხებენ ისინი დასვენებას? რათქმაუნდა მაშინ როცა ჩვენ გვძინავს.
აღმოჩნდა რომ ძილის დროს ტვინის მუშაობა უბრალოდ კი არ მცირდება, არამედ თავისებურად იცვლება – სიფხიზლეში აგზნებული ნეირონები, ძილში შეკავებულ მდგომარეობაში გადადიან, სიფხიზლეში პასიური ნეირონები კი ძილში აქტიურდებიან.
ძილი რამდენიმე ფაზად მიმდინარეობს. ფხიზელი ადამიანის ენცეფალოგრამა ხშირი და მცირეამპლიტუდიანი რხევებით ხასიათდება. ენცეფალოგრაფი წამში 15-30 პიკს აღრიცხავს. თვლემისა და ჩაძინების დროს ეცეფალოგრამაზე ჩნდება მაღალი პიკები, რაც ტვინში განლაგებული იმ ნეირონების გააქტიურებას მიანიშნებს, რომელიც ძილს იწვევს. ძილის გაღრმავებისა და აზროვნების გათიშვის პროცესში ენცეფალოგრამა იშვიათი სიხშირის, მაგრამ მაღალი ამპლიტუდის პიკებს აჩვენებს, რაც სხვა ნეირონების გააქტიურების შედეგია. ამ ფაზას ნელ ძილს უწოდებენ. ძილის ეს სტადია ყველაზე ღრმაა. ამ დროს ადამიანის გაღვიძება მხოლოდ ძლიერი გამაღიზიანებლითაა შესაძლებელი. გამოღვიძებული ადამიანი ძალიან დაბნეულია, გონებას ძნელად იკრებს….
ნელი ძილის ფაზა ე.წ. სწრაფი ძილის ფაზით იცვლება. ენცეფალოგრამაზე ჩნდება ფხიზელი ადამიანისთვის დამახასიათებელი პიკები. ამ დროს მძინარე ადამიანს სახეზე ემოციები უჩნდება, დახუჭულ თვალებს სწრაფად ამოძრავებს. თუ მას გააღვიძებთ, გეტყვით, რომ სიზმარს ხედავდა და დაწვრილებით მოგიყვებათ მას. ფიქრობენ, რომ ამ ფაზაში ტვინი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს. გრძნობათა ორგანოების უმოქმედობა ტვინის მუშაობას ამ პერიოდში უფრო ეფექტურს ხდის. ზოგიერთი ფიზიოლოგის აზრით, გონებრივი აქტივობა სწრაფი ძილისას ღვიძილის დროს არსებულსაც კი აჭარბებს. ამიტომაა. რომ ადამიანი წინდა დღეს წარმოქმნილ პრობლემას ხშირად მეორე დილით უკეთ წყვეტს. ხანდახან პრობლემის გადაწყვეტა ძილშივე ხდება. ცნობილია, რომ მენდელეევმა ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის კანონი ძილში აღმოაჩინა. ღამის განმავლობაში სწრაფი და ნელი ძილი რამდენჯერმე ენაცვლება ერთმანეთს. ( ადამიანები სიზმარს მხოლოდ სწრაფი ძილის ფაზაში ხედავენ) სხვადასხვა ასაკში საერთო ძილისა და მისი ფაზების ხანგრძლივობა განსხვავებულია. ახალშობილებს დღე ღამის განმავლობაში 16 საათი სძინავთ. მოზარდებში ძილის ხანგრძლივობა თანდათან 10 საათამდე მცირდება. ზრდასრული ადამიანები ძილში 8 საათს ატარებენ. ზრდასრული ადამიანის საერთო ძილის 80% ნელი ხოლო 20%-ს სწრაფი ძილი შეადგენს.
ძილის მნიშვნელობის შესახებ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ძილი ადაპტაციური ქცევაა, რომელიც ადამიანს ენერგიის ხარჯვისაგან იცავს და ღვიძილისას დახარჯული ენერგია ძილის დროს შეივსება….

ეხლა კი რახან ჩემი სათქმელი ამოვწურე მეტნაკლებად მოვიდა დრო ძილის უკვე ღამის 3 საათია…. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: