Skip to content

სექსი და ჰოროსკოპი

January 13, 2012


ძველი დასავლური ფილოსოფია ამტკიცებს, რომ ადამიანის ხასიათი მისი ზოდიაქოთი განისაზღვრება, ანუ იმით, „რომელი პლანეტა ადგას მას თავზე“. ამასთან ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ ყველა ადამიანში არის ყველა ზოდიაქოს ნიშნის თვისებების ნაწილი.

ასტროლოგები თვლიან, რომ სექსუალური თავსებადობა ჰოროსკოპის მიხედვით არ არის მისტიკა და რომ ეს არის ზუსტი მეცნიერება, მთავარია ვარსკვლავებისა და კოსმიური ძალების ადამიანზე გავლენის ცოდნა.

ნებისმიერი ორი ადამიანი, რომლებიც ხვდებიან ერთმანეთს, თუმდაც სხვადასხვა სტიქიის ქვეშ დაბადებული, შეიძლება იყოს ბედნიერი, ვინაიდან თანამდეროვე მეცნიერების თვალთახედვით ჰოროსკოპსა და სექსუალური თავსებადობაზე საუბარი გულუბრყვილობაა.

თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც სჯერათ ჰორისკოპების და მათ საყურადღებოდ ასტროლოგები ამბობენ, რომ უმჯობესია წყვილი ერთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იყოს დაბადებული, თუ ასე არ ხდება ერთი სტიქია მაინც უნდა ჰქონდეთ.

ახლა გიჩვენებთ ცხრილს სადაც მოცემულია ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობა…..


შეერთება – მყარი კავშირი. ეს შეიძლება იყოს როგორც ჰარმონიული, ასევე კონფლიქტური, ამიტომ სერიოზული ურთიერთობების დაწყებამდე შეამოწმეთ, გავთ თუ არა მსგავსი შეხედულებები ცხოვრებაზე.

პოლუსექსტილი – გულისხმობს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანის კავშირს. თუმცა საბოლოო ჯამში ადამიანები აგვარებენ ურთიერთობებს.

სექსტილი – ასეთ წყვილებს დადებითი ემოციებით მდიდარი კავშირი აქვთ.

კვადრატი – კონფლიქტების სიმბოლოა ზოგადად. თუმცა ასეთი კავშირი წყვილს აძლევს საშუალებას, შეიცვალონ მსოფლმხედველობა, შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე და დიდი სიყვარულის შემთხვევაში ეს წყვილი სრულყოფილი და იდეალურია.

ტრინი – ასეთი წყვილების თავსებადობა ძალიან მაღალია, კავშირი კი ჰარმონიული და პერსპექტიულია. თუმცა ასეთ წყვილში მოხვედრილი ადამიანები არც თუ ისე მდგრადები არიან ცხოვრებისეული წინააღმდეგობებისადმი.

ქვიკონსი – ამ კავშირისათვის დამახასითებელია მაღალი დაძაბულობა. იმისათვის, რომ ამ წყვილმა შეინარჩუნოს კავშირი, აუცილებელია ორივე მათგანმა დათმოს რაღაცეები და წავიდეს კომპრომისზე.

ოპოზიცია – ძალიან დაძაბული ურთიერთობები აქვს ამ წყვილს, მაგრამ თუ წყვილი ასაკოვანია, ეს წყვილის სრულყოფილების განმაპირობებელი იქნება.

მეცნიერება ამბობს, რომ ჰოროსკოპები არ არის განაჩენი და თუკი ჰოროსკოპი თქვენს კავშირს არათავსებადად მიიჩნევს, ნუ ჩაიქნევთ ხელს, მთავარი სიყვარული და გაგებაა. თუკი ერთმანეთი მართლა გიყვართ ჰოროსკოპისა და სექსუალური თავსებადობის შესახებ ერთად იცინეთ.

One Comment
  1. საინტერესოა არა? : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: