Skip to content

თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება – ნიღაბი.

January 17, 2012


თუ ატყობთ, რომ თმა შეგითხელდათ და ვარცხნისას სავარცხელს არცთუ უმნიშვნელო ოდენობის ღერი მიჰყვება, სწორედ ის დროა, ჩვენ მიერ შერჩეული ნიღბების მომზადება-გამოყენებას შეუდგეთ:
1. ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და თითო კოვზი ატმისა და კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით სუფთა თმაზე და ორ საათს გაიჩერეთ. თუ ამ ნიღაბს სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, შედეგს აუცილებლად დაინახავთ – თმის ცვენა შეგიმცირდებათ და თქვენს ბუნებრივ სამკაულს ბრწყინვალება შეემატება.

2. ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 10-15 წუთს და თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.

3. ერთი პაკეტი (25 გრამი) უფერული ინა გააზავეთ იმდენ კეფირში, რომ არაჟანისებრი მასა მიიღოთ. ნარევი წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთს და კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი არამარტო გაამაგრებს თმის ძირებს და შეაჩერებს ცვენას, არამედ თმას არაჩვეულებრივ ბზინვარებას შესძენს.

4. 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ალოეს წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით ნოტიო თმაზე, თავი პოლიეთილენით შეიხვიეთ და პირსახოცით დაითბუნეთ. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნივრის მკვეთრი სუნი რომ გაიქროთ, თბილ წყალს მშრალი მდოგვი დაამატეთ.

„ავერსი.ჯი“

2 Comments
  1. marina permalink

    ra sachiroa amdeni ragaceebis areva xom arsebobs ukve gamzadebuli efeqturi saSualebebi:
    http://faberlicc.blogspot.com/2012/04/blog-post_04.html

  2. erti ar ushveliaa:-D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: