Skip to content

თმის ცვენა (მამაკაცებში)

January 17, 2012


თმის ცვენა მამაკაცების უმრავლესობისთვის ძალიან პრობლემური საკითხია . რა იწვევს თმის ცვენას ? როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა ? როგორ მოვუაროთ თმას ? ეს ის ხშირად დასმული კითხვებია რომელიც ამ თემას ეხება …..

გენეტიკა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც თმის ცვენას განაპირობებს. თუმცა არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია.
ჩვენ, როგორც „ნამდვილ მამაკაცებს“, შეგვიძლია სიამაყით ვიტყაპუნოთ ხელი ლუდის სმისგან გამობერილ მუცელზე, არ ვიდარდოთ ყურებში თმების რაოდენობის ზრდაზე და თავზე მათი რაოდენობის შემცირებაზე.
მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ყველა მამაკაცი ოცნებობს თმებით დაფარულ თავზე. სიმელოტე კი, როგორც დაუნდობელი და უჩინარი მტერი, ნელ-ნელა გვეპარება და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. მწარე რეალობა ამგვარია: დაახლოებით 35 წლის ასაკში, მამაკაცების ნახევარზე მეტს მნიშვნელოვნად უთხელდება თმა, ხოლო 50-ს გადაცილებულთა 85% მელოტთა არმიაში ერთიანდება მოშიშვლებული თავებით.
რა იწვევს თმის ცვენას?

ნუ დაყრით საბოლოოდ ფარ-ხმალს და ნუ დააბრალებთ თმის ცვენას მხოლოდ საკუთარ მშობლებს (ანუ გენეტიკას). არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია. მაგალითად: სწორი კვების ნაკლებობა, სხვადასხვა ინფექცია, ექიმის მიერ გამოწერილი ნარკოტიკები, თმის მოვლის ქიმიური საშუალებები, ემოციური სტრესი. ამ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ თმის ცვენასთან ბრძოლაში.

მიირთვით მეტი თევზი

პროტეინებითა და მინერალებით მდიდარი თევზი იმავდროულად ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ისა და ვიტამინი D-ს შესანიშნავი ბენებრივი წყაროა. ეს ორი მკვებავი საშუალება თმის ცვენის შესამცირებლად გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიით მკურნალობას გადიან (ან გაიერეს). ნუ დაგავიწყდებათ, რომ თევზს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კიდევ სხვა თვისებებიც გააჩნია, ასე რომ გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი თევზით.

აკონტროლეთ ორგანიზმში რკინის რაოდენობა

თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიზეზი ორგანიზმში რკინის ნაკლებობაა. ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი გზა თქვენს რაციონში რკინით გამდიდრებული საკვების დამატებაა. გოგრის თესლი, ქინვა და ტოფუ დაგეხმარებათ მოიმატოთ რკინის დონე ორგანიზმში.

აკონტროლეთ სტრესი

თავზე განლაგებულ თმის ღერებს გააჩნიათ განვითარების 2 სტადია. 85% თმებისა იმყოფება ზრდის სტადიაში, დარჩენილი 15% კი ბოლო, ცვენის სტადიაში. სტრესული სიტუაციები მავნე ზეგავლენას ახდენს თმის ღერების განვითარების სტადიებზე. ძლიერ სტრესს შეუძლია ზრდის სტადიაში მყოფი ღერების 40% ცვენის სტადიაში გადაიყვანოს. კარგი იქნება თუკი სტრესის კონტროლისა და დაძლევის გზებს გამონახავთ. ამით, ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებით და თავზე არსებული თმების რაოდენობასაც. დაელაპარაკეთ ფსიქოლოგს, მეგობრებს/ნათესავებს, ან უბრალოდ უფრო მარტივად შეხედეთ ცხოვრებას.

ყურადღებით გაეცანით მედიკამენტების ინსტრუქციებს

სისხლის გამათხელებელი, ართრიტის საწინააღმდეგო, ფსიქოტროპული საშუალებები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მედიკამენტებისა, რომლებიც თმის ცვენის ერთგვარ კატალიზატორებს წარმოადგენენ. გამელოტებასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, მიღების წინ მედიკამენტების ინსტრუქციების გაცნობაა.

არასოდეს იყოყმანოთ ექიმთან წასვლაზე

ნუ დაიზარებთ დერმატოლოგთან ვიზიტს. კვალიფიციურ ექიმს შეგიძლიათ დაუსვათ ყველა ის შეკითხვა, რომლებზე პასუხიც ჩვენი სტატიიდან ვერ მიიღეთ. დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ექიმის კონსულტაცია დაგეხმარებათ უფრო ღრმად ჩაწვდეთ პრობლემას და უფრო იოლად მიაგნოთ გამოსავალს.

რეგულარულად ივარჯიშეთ

ფიზიკური და გამაჯანსაღებელი ვარჯიში თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ვარჯიში არა მხოლოდ ამცირებს სტრესს, არამედ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ვარჯიშის შედეგად გამოყოფილ ოფლს ორგანიზმიდან გამოაქვს სხვადასხვა მავნე ნაერთები. ინტენსიური ვარჯიშის დაწყებით თქვენ ორ კურდღელს დაიჭერთ: შეუწყობთ ხელს თმის გაძლიერებას და/ან ქალების ყურადღებას შეთხელებული თავიდან დაკუნთულ სხეულზე გადაიტანთ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება…

სად გექნებათ და სად აღარ გექნებათ თმა 40 წლის ასაკში, ამ საკითხზე საბოლოო და გადამწყვეტი სიტყვა მაინც თქვენს გენებს ეკუთვნით. მაგრამ უბრძოლველად არასოდეს დანებდეთ. თუკი დროთა განმავლობაში შეამჩნევთ რომ ბრძოლას აგებთ და თავს ზევით ძალა არაა, მაშინ ამაყად შეაბიჯეთ იმ კლუბში, რომელსაც მილიონობით, შეიძლება მილიარდობითაც კი, წევრი ჰყავს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. გული არ დაგწყდეთ და თავი გაიმხნევეთ იმით, რომ ზოგიერთი ქალისთვის სიმელოტე სექსუალურობის ნიშანია.

One Comment
  1. ფეხის ზურგზე არ მაქვს თმა და ზურგზეც. მაგრამ ზურგზე ახლა დამეწყო მგონი :დ არ მიყვას ტანზე ზედმეტი თმა, მაგრამ მაგასაც შევეგუები ალბათ და სიმელოტესაც, მით უმეტეს, რომ გენში ორივე მაქვს :დ
    დაფარულ ვიყვე სიმელოტისგან :დ
    საინტერესო და ინფორმატიული პოსტია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: