Skip to content

რა საჭიროა პირადი ჰოროსკოპი?

January 22, 2012


რატომ არის საჭირო პირადი ჰოროსკოპის შედგენა? ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა საკმარისი არ არის?
მარიკა, 27 წლის
გაკმაყოფილებთ, რასაკვირველია, საკმარისია, მაგრამ, თუ თქვენ ადამიანის იმ კატეგორიას განეკუთვნებით, რომელიც ინტერესდება ეზოთერული თემებით, სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებით, გაინტერესებთ მეტი იცოდეთ საკუთარ თავზე, თქვენს მისიაზე ამ სამყაროში _ ნამდვილად არ იქნება საკმარისი მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის ცოდნა.
სწორედ პირადი ჰოროსკოპის შედგენის მეშვეობით ეძლევა ადამიანს შანსი გაიგოს საკუთარ თავზე მეტი. დაინახოს თავისი შეცდომები, იპოვოს გამარჯვებისკენ და საკუთარი თავის რეალიზაციისკენ უმოკლესი გზა და ა.შ.

ასტროლოგია, ზოგს, მხოლოდ `ვეწყობი-არ ვეწყობის~ დონეზე აიტერესებს (ზოდიაქოებს შორის შეთავსებას ვგულისხმობ). არადა, ასტროლოგია ბევრად მეტია! ყველასაც შეეწყობი და ყველაფერიც ბევრად უკეთ გექნება, თუ საკუთარ თავს იპოვნი, შენი თავის რეალიზებასა და ნაკლოვანებების გაკონტროლებას შეძლებ, რაშიც მხოლოდ ჰოროსკოპი დაგეხმარება.

წესით, მე თუ მკითხავთ, ბავშვების პირად ჰოროსკოპს, დედებს, სამშობიარო სახლებში უნდა ურიგებდნენ… ადამიანის ბედი არ არის ფატალური და ყველაფერი, გარკვეულწილად, მის ნებას, არჩევანს ექვემდებარება. ადამიანის ბედი ფატალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში არაფრის შეცვლა არ გინდა: ეს შესაძლოა იყოს სიზარმაცე, უცოდინარობა, რწმენის არქონა, მათ შორის, საკუთარი თავის. პირადი ჰოროსკოპი და ზოგადად, ასტროლოგია კი გვეხმარება, ნაკლები დანაკარგით და შედარებით უმტკინვეულოდ გავიაროთ ცხოვრების გზა, თავიდანვე მივიღოთ ის ცოდნა, რა სფეროშიც მეტ წარმატებას მივაღწევთ და ტყუილად არ ვფლანგოთ დრო ისეთ რაღაცეებზე, რაც ჩვენთვის ნაკლები წარმატების მომტანია.

ეს ინფორმაცია დროულად რომ ჩავარდნოდა ბევრ ჩვენს მშობელს ხელში, მათი შვილები უფრო წარმატებული და რეალიზებული იქნებოდნენ არამარტო თავიანთ პროფესიაში, არამედ, ჩვეულებრივ, ყოფით ცხოვრებაში.

უაზრობაა ბავშვს აიძულო მთელი ენერგია და დრო დაუთმოს, მაგალითად, ბიოლოგიის შესწავლას, რათა შემდგომში სამედიცინოზე ჩააბაროს და რიგითი ექიმი გამოვიდეს (როდესაც ამ სფეროში საჭირო მონაცემები და გამარჯვების შანსი სულაც არ აქვს) მაშინ, როდესაც მისგან მშვენიერი მენეჯერი, იურისტი, მხატვარი ან რაიმე სხვა დარგის პროფესიონალი დადგებოდა!…მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი წარმატებული და რეალიზებული იქნება, თუ მთელ თავის ძლისხმევას, დროსა და ენერგიას მიმართავს იმ სფეროსკენ, რომელიც აპრიორი, გამარჯვების მომტანია, სადაც გაწეული ძალისხმევა პირდაპირპროპორციულია იმ წარმატების, რისკენაც მთელი ცხოვრება მივილტვით! მათავარია, დროულად არმოვაჩინოთ და განვავითაროთ ჩვენს თავში ის საჭირო თვისებები, შევიძინოთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მოცემული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.

თუმცა, არიან ე.წ. იღბლიანი ადამიანები, რომლებიც თავიანთ გზას, მისიას, ინტუიციის წყალობით პოულობენ და…ნაკლებ შეცდომას უშვებენ.. ისინი, თითქოს ღვთის, მფარველი ანგელოზის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არიან.…თუ თქვენ ამ კატეგორიას განეკუთვნებით, სულაც არ გჭირდებათ ჰოროსკოპის შედგენა, მაგრამ თუ დაბალი ინტუიციის პატრონი ხართ _ სასურველია, იცოდეთ თქვენი დადებითი და განსაკუთრებით, უარყოფითი მხარეები, რათა საკუთარ ბედ-იღბალში კორექტირების შეტანის საშუალება გქონდეთ.

წარმატებები!🙂

თქვენს კითხვებს პასუხობს ქეთი ვაწაძე – ასტროლოგი; გადაცემების “ზოდიაქო” და “ჰოროსკოპი” ავტორი, რეჟისორი, წამყვანი.

გამოაგზავნეთ თქვენი კითხვები ელ. მისამართზე astrology@lady.ge და იხილეთ პასუხები ჩვენს ინტერნეტ ჟურნალში .

3 Comments
  1. mariami permalink

    rogor unda sheadginos adamianma tavisi sakutari ghoroskopi??: ))) raze dayrdnobit an risi daxmarebit??: )))

  2. qalbaton qetis rogor daukavshirdet iqneb dagvexmarot?

  3. იქნებ გვითხრათ ქალბატონი ქეთის კოორდინატები?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: