Skip to content

თმის მოვლა – მარტივი რჩევები

March 17, 2012


მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას თავის კანში ნიღბებიდან. ამის გარდა ეს ძალიან სასიამოვნო პროცედურაა.
იმისათვის, რომ თქვენი თმები მოვლილად გამოიყურებოდნენ საჭიროა კარგი სავარცხლის შერჩევა. ყველაზე კარგია სავარცხელი ბუნებრივი ჯაგარით, აგრეთვე მნიშვნელოვანია იცოდეთ სწორედ თმების დავარცხნა.
– არასდროს დაივარცხნოთ სველი ან ნოტიო თმები. სველი თმა ვარცხნისას ძალზედ იწელება და ზიანდება. ექსპერტები გვირჩევენ დაბანვის შემდეგ რამოდენიმე საათი თავი შევიკავოთ ამ პროცედურისგან.

– ჩამოივარცხნეთ თმები ერთი მოძრაობით, თმის ბოლქვებიდან ძირებამდე. ესე ცხიმი, რომელიც ძირებთან წარმოიქმნება თანაბრად გადანაწილდება მთელ სიგრძეზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გრძელი თმები გაქვთ, რადგან გრძელი თმის ბოლოები იოლად შრება და იყოფა.
– აბურდული თმა თავდაპირველად იშვიათკბილებიანი სავარცხლით დაივარცხნეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ მუსი ან ლაქი გისვიათ, შემდეგ ჩოთქით გადაივარცხნეთ თმები. ჩოთქი მტვერს, ლაქის და მუსის ნარჩენებს მოაცილებს და თმები ბზინვარებას არ დაკარგავენ.


თავის მასაჟი
ასაჟი განსაკუთრებით აუცილებელია თუ თმების ცვენა გაწუხებთ. ამის გარდა თავის მასაჟი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და ხსნის სტრესს. მასაჟის გაკეთება სასურველია ყოველი თავის დაბანვის შემდეგ ან თავისუფალ დროს. დაიწყეთ მასაჟი როდესაც თმები გამშრალია, მაგრამ ოდნავ ნოტიო. მასაჟი შუბლიდან დაიწყეთ, გადადით საფეთქლებზე და ყურების უკან. თმიან საფარზე მასაჟი ნელა და რიტმულად კეთდება. მოძრაობა ნაზი და დამამშვიდებელი უნდა იყოს. მასაჟი ზევიდან ქვევით კეთდება და რადიალურად ყველა მხარეს.

შამპუნის შეძენისას გაითვალისწინეთ თავის კანის მდგომარეობა. მაგალითად თუ თმა მშრალია მაგრამ კანი მალე ცხიმიანი ხდება-შამპუნი ცხიმიანი თმებისთვის შეიძინეთ. ნებისმიერი თმის პროდუქციის შეძენისას უპირატესობა ულტრააისფერი ფილტრების შემცველ საშუალებას მიანიჭეთ.

წყარო: 4love.ge

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: