Skip to content

იოგა,სახის ვარჯიში

March 17, 2012


ამერიკელებმა მონახეს ბოტოქსზე უკეთესი საშუალება. ახლა ისინი….იმანჭებიან.

„ სახის იოგა ნებისმიერი ასაკისთვის არის განკუთვნილი“-ამბობს ანელიზა ჰაგენი, იოგის მასწავლებელი ნიუ-იორკიდან, სადაც მისი გაკვეთილები ნამდვილ სენსაციად იქცა. სარკის წინ მისი 50 წლის მოსწავლეები გარეთ ყოფენ ენას, ბერავენ ლოყებს, მანჭავენ ცხვირს და აბრიალებენ თვალებს. თამაშის აზრი-სახის მცირე ზომის კუნთების დამუშავებაა, რომლებიც ასაკთან ერთად კარგავენ ტონუსს. სახის იოგა ხსნის თვალების დაძაბულობას და ადუნებს პირის კუნთებს…შემდეგ იწყება შეტევა ნაოჭებზე-შუბლის მასაჟი და ცხვირტუჩის კუნთების ვარჯიში. „ვარჯიშისთვის დღეში 5 წუთიც საკმარისია“,-ამბობს 40 წელს გადაცილებული უნაოჭო ქალბატონი, წიგნი The Yoga Face ავტორი. თუ დავუჯერებთ მის მოსწავლეებს, შედეგი სახეზეა! „და იოგით მიღწეული შედეგი მეტ ხანს სძლებს, ვიდრე ბოტოქსის ინექციებისგან“-ამატებენ სხვები.
გთავზობთ სახის იოგის ვარჯიშებს

პირველი პოზა-მისი გაკეთება რეკომენდირებულია 60 წამის განმავლობაში. კარგია ამ პოზის დროს თუ თვალები გაგიწყლიანდებათ, ცრემლი გაასუფთავებს და დაამშვიდებს გადაღლილ თვალებს.

მეორე პოზა-ის მოქმდებს თვალის წრიულ კუნთებზე. ეს ვარჯიში შეაჩერებს თვალების კუთხეში ნაოჭების წარმოქმნას.

მესამე პოზა-გააუმჯობესებს ლოყების და ტუჩების კუნთების ტონუსს.

მეოთხე პოზა-ჩაისუნთქეთ ცხვირით, შეკარით მუშტები და შეკუმშეთ ყველა სახის კუნთი.

მეხუთე პოზა-ამოისუნთქეთ პირით, გამოყავით ენა, გააღეთ მაქსიმალურად თვალები და გაშალეთ მუშტები. გაიმეორეთ სამჯერ.

მეექვსე პოზა-ფართოდ გააღეთ თვალები, თითქოს რაღაცამ გაგაოცათ. შეეცადეთ არ აწიოთ წარბები. ფოკუსირება თქვენს წინ მდებარე ობიექტზე გააკეთეთ და გაჩერდით ამ პოზაში 5დან 10 წამამდე. გაიმეორეთ ოთხჯერ.

მეშვიდე პოზა-გაბერეთ ლოყები და გაჩერდით 10 წამის განმავლობაში, გაიმეორეთ ხუთჯერ.

მერვე პოზა-გააგზავნეთ ჰაეროვანი კოცნა რამოდენიმეჯერ. ეს ვარჯიში აუმჯობესებს ტუჩების კუნთების მდგომარეობას.

წყარო: 4lady.ge

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: