Skip to content

მარტივი რჩევები ხელების და ფრჩხილების სილამაზისთვის

March 17, 2012


ხელები ბევრს მოგვიყვება ადამიანზე, ამიტომ ისინი ყოველთვის მოვლილები უნდა იყვნენ. გარემო დიდ ზიანს აყენებს ხელების კანს და ფრჩხილებს.

ფრჩხილების გასამაგრებლად აიღეთ ორი წვეთი იოდი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ. შეიზილეთ მიღებული მასა ფრჩხილებში და გარშემო კანში.

ნიღაბი ფრჩხილებისთვის-1 ჩაის კოვზი ხელის კრემს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა და 10 წვეთი წყალი, კარგად აურიეთ. ნიღაბი ფრჩხილებზე დაიდეთ 20 წუთით.

ფრჩხილების მტვრევადობისთვის-ნახევარი ჭიქა ზეთი შეათბეთ და დაუმატეთ ჩაის კოვზი ლიმნის წვენი და ნახევარი ჭიქა ლუდი. მიღებულ აბაზანაში ხელები 20 წუთი გავაჩეროთ. პროცედურის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არ შეიძლება ხელების დაბანა. აბაზანის გაკეთება რეკომენდირებულია კვირაში 2ჯერ.

ღვინო ფრჩხილების გასამაგრებლად-აიღეთ 200გრ წითელი მშრალი ღვინო და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი, შეათბეთ. შემთბარ ღვინოში ჩაალაგეთ ხელები 15 წუთით. შემდეგ პირსახოცით შეიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით. პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ.

კარტოფილის ნახარში- კარტოფილი მარილის გარეშე მოხარშეთ და დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი. აბაზანაში 10 წუთის განმავლობაში მოათავსეთ ხელები. შეიმშრალეთ ხელები და კრემი წაისვით. პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტარეთ. ხელებზე კანი ნაზი და ხავერდოვანი გახდება, ფრჩხილები კი მაგარი.

აბუსალათინის ზეთი ხელებზე პიგმენტურ ლაქებს აქრობს. შეათბეთ ცოტაოდენი ზეთი და ხელების კანში შეიზილეთ ყოველ საღამოს. ერთი თვის შემდეგ ლაქების კვალიც აღარ გექნებათ.

აბაზანა ფრჩხილების გამაგრებისთვის- ერთ ჭიქა წყალში გახსენით სუფრის კოვზი სოდა, დაუმატეთ 5 წვეთი გლიცერინი და 3 წვეთი იოდი.

ხელების ოფლიანობისთვის-3 ჩაის კოვზი ძმარი, ერთი ლიტრი წყალი და მუხის ქერქის ნახარში. აურიეთ სამივე ინგრედიენტი ერთმანეთში და გააჩერეთ აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში ხელები.

წყარო: http://4lady.ge/care_list/body_list/433-martivi_rchevebi_xelebis_frchxilebis_movla

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: