Skip to content

„დედამიწის საათის“ მხარდამხარ

March 26, 2012


სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის საჯარო სკოლებში ჩამოყალიბებული კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების ინიციატივით ოზურგეთი გლობალურ აქციას – „დედამიწის საათი“ – ეხმიანება. ოზურგეთის N1, N2, N3, N4, სოფელ ბახვის, შემოქმედის და ლიხაურის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების ინიციატივით პარასკევს, 30 მარტს, 15:30 საათზე იმართბა აქცია-მსვლელობა ენერგორესურსების დაზოგვის პოპულარიზაციის მიზნით.
„დედამიწის საათს“ მსოფლიო ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს აღნიშნავს. აქცია კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება. აქციის ფარგლებში მსოფლიოს ასობით ქვეყანაში ერთი საათით ითიშება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება. შენობების ერთი საათით ჩაბნელება ენერგიის დაზოგვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„დედამიწის საათი” პირველად 2007 წელს ავსტრალიაში ჩატარდა. სიდნეის მცხოვრებლებმა, კომპანიებმა და სამთავრობო უწყებებმა ერთი საათით გამორთეს ელექტროენერგია. 2008 წელს ამ ღონისძიებაში 370 ქალაქმა, 35 ქვეყანამ და 50 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 2009 წელს კი აქცია უფრო მასშტაბური გახდა და უკვე მსოფლიოს 80 ქვეყანამ, 1000 ქალაქმა და 1 მილიარდმა ადამიანმა აღნიშნა. ამ აქციის ფარგლებში ჩაბნელდა ისეთი მნიშვნელოვანი შენობები და ძეგლებბი, როგორიცაა: სიდნეის საოპერო თეატრი, სან-ფრანცისკოს “გოლდენ გეით” ხიდი, რომის კოლიზეუმი, ნიუ-იორკის „ემფაირ სთეით ბილდინგი“, ეიფელის კოშკი პარიზში, ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინში, სფინქსი და პირამიდები გიზაში.
2010 წლიდან „დედამიწის საათს” საქართველოც შეუერთდა. 2011 წლის აქციის ფარგლებში მონაწილე ობიექტების სიაში ჩაერთნენ: თბილისის საკრებულო, პარლამენტი, სატელევიზიო ანძა, „მშვიდობის ხიდი”, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის ძეგლი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, მთაწმინდის პარკში მდებარე გიგანტური ბორბალი და ა.შ.
სიმბოლურად ამ დღეს ითიშება ის ობოექტები, რომლებიც ელექტროენერგიას ყველაზე აქტიურად მოიხმარს, თუმცა ღონისძიებაში მოსახლეობაც აქტიურად ერთვება, ისინი სოლიდარობის ნიშნად საცხოვრებელ სახლებში ელექტროგანათებას და ელექტროხელსაწყოებს თიშავენ.
შემოუერთდით აქციას პარასკევს, 15:30 საათზე, ოზურგეთის კინოთეატრის წინ, ჭადრების ბაღში. ერთად მოვუფრთხილდეთ ბუნებას, დავზოგოთ ენერგორესურსები, გამოვრთოთ ელექტროგანათება შაბათს, 31 მარტს, საღამოს 8:00 საათიდან 9:00 საათამდე.

შემოუერთდით ივენთს: http://www.facebook.com/events/351204111599221/?context=create

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: