Skip to content

უპატრონო ცხოველები !

May 27, 2012


უპატრონო ცხოველების პრობლემის შესახებ (ესე)
ამ პრობლემამ 90-იან წლებიდან დღემდე ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა.ქვეყანაში არსებობს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”, რომელიც დაუღალავად იბრძვის აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით საქართველოში უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს არაჰუმანური მეთოდებით ბრძოლა. ალბათ არაერთი სიუჯეტი გვინახავს ტელევიზიით ან გვსმენია, რაც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სამსახურების მიერ პრობლემის ძირითადი არსის შესწავლის გარეშე მიმდინარეობს ცხოველების მასობრივი განადგურება არაჰუმანური, ”სადისტური მეთოდებით”. არ ხდება დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირება ანუ მფლობელის დადგენა, სამედიცინო გამოკვლევა და ჯანმრთელი ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა თუმცაღა რა თავშესაფაარზეა საუბარი როცა ქვეყანას თუ არ ვცდები თავშესაფარი საერთოდ არ გააჩნია სადაც ცხოველებს სათანადო დახმარებას გაუწევენ.მახსენდება ერთი საზარელი ფაქტი რომელიც გასულ წელს მოვისმინე საინფორმაციო გადაცემაში,ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე ბავშვებმა ცოცხლად გაატყავეს და ხეზე ჩამოკიდეს კატა.აქედან გამომდინარე მე მიჩნდება შეკითხვა თუ რატომ აქვს ჩვენს საზოგადოებას პრეტენზია მაღალ სამოქალაქო ცნობიერებაზე როცა ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები ესეთ სისასტიკეს სჩადიან ჩვენ კი გულგრილად ვუყურებთ ყოველივე ამას და შემდეგ ყოველივე ეს მხოლოდ გაჭორვის საგანი ხდება,სინამდვილეში კი ამ დანაშაულის აღმოსაფხვრელად არაფერი კეთდება.
ალბათ ბევრი ჩვენგანი მიუხედავად ყველაფრისა მზად არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად,რომლითაც ისინი შეძლებენ დაიცვან ცხოველთა უფლებებ
ჩემი რჩევა იქნება:
თუ თქვენ გყავთ ძაღლი ან კატა, იზრუნეთ მათთვის შეიძინოთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რათა თავიდან აიცილოთ ცხოველის არასასურველი შობადობა. თუკი ამის თავიდან აცილება ვერ მოახერხეთ და დაბადებული ლეკვებისა თუ კნუტების სახლში გაჩერება არ შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ მზრუნველი პატრონი მოუძებნოთ. შეგიძლიათ ამის თაობაზე საგანგებო განცხადება განათავსოთ გაზეთში,ინტერნეტში და ა.შ.თუ თქვენ არა გყავთ ძაღლი ან კატა, და გსურთ მისი აყვანა, კარგად დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა ამისთვის. გახსოვდეთ, რომ ძაღლსა და კატას სათანადო კვება და მზრუნველობა ესაჭიროება, რის გარეშეც იგი შესაძლოა დაავადდეს.თუ ამის საშუალება გაქვთ, დააპურეთ ან შეიფარეთ უსახლკარო ცხოველები.თუკი თქვენი მეზობლები აპირებენ დამჭერი ბრიგადის გამოძახებას ახლომახლო მცხოვრები უწყინარი უპატრონო ცხოველების თავიდან მოსაცილებლად, აუხსენით მათ, თუ რა ბედი ელის დაჭერილ ცხოველებს. ეცადეთ, რომ ყოველგვარი კანონიერი გზით ხელი შეუშალოთ უწყინარი უპატრონო ცხოველების “სასაკლაო ორმოში” მოხვედრას.

ავტორი: დიმიტრი გობრონიძე 20/05/12 (C)

2 Comments
  1. არსებობს სათანადო თავშესაფარი.= https://www.facebook.com/pages/Tbilisi-City-Halls-Shelter-for-Animals/339585242789619?fref=ts . რაც შეეხება კასტრაციას არ ვეთანხმები, მართალია მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში კარგად არის აპრობირებული უპატრონო ცხოველების კასტრაცია, მაგალითად გერმანიაში, ავსთრიაში და ა.შ და ამით ბევრ ფულსაც ზოგავენ, მაგრამ როგორც ყველას ასევე ცოველებსაც აქვთ საკუთარი უფლებები რომლებსაც დაცვა სჭირდებათ. და მითუმეეს ჩვენ ქვეყანაში სადაც ჭარბი რაოდენობით არ არიან უპატრონო ცხოველები აუცილებელია რამდენიმე თავშესაფრის შექმნა საიდანაც უამრავი ადამიანი აიყვანს შემდეგ უპატრონო ცხოველს… მაგრამ საიდან უნდა მოვიტანოთ ამის ხარჯები? ამის ხარჯები უნდა გამოყოს სახელმწიფომ, იმის გათვალისწინებით რომ სახელმწიფოს ადამიანი უხდის შემოსავლის 20 პროცენტს და აქედან ფული ისეთ სისულელეები იხარჯება როგორებცაა მინისტრებისთვის პრემიების დარიგება წელიწადში 6 ჯერ თუ უჯიშო ჰიბრიდულ სიმინდში ფულების ყრა.. ამას ჯობია ამ ფულით ცხოველებს მიხედონ იმ ცხოველებს რომელთა უფლებებიც უნდა დავიცვათ და ასევე ჩვენი საზოგადოებისთისაც აუცილებელია, რადგან არც თუ ისე ცოტა შემთხვევაა როდესაც ქუჩის ძაღლები თუ კატები ადამიანს ზიანს აყენებენ. მგონი ჯობია სახელმწიფომ პრემიების წერას თავი დაანებოს და ქვეყნის კეთილდღეობაზე იზრუნოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: