Skip to content

უცხოპლანეტელები თუ რუსული რაკეტა?

June 8, 2012


დღეს ღამით, საქართველოს ერევნის და ბაქოს მოსახლეობის ნაწილი, უჩვეულო მოვლენის მოწმე გახდა, ცა, რაღაც სპირალისებულმა სინათლემ გაანათა, რომელიც მალევე გაქრა, მაგრამ რა ახსნა უნდა ჰქონდეს ასეთ მოვლენას?

საქმე იმაშია, რომ მსგავსი ანომალია, უკვე იყო შენიშნული ადრე, მაგრამ ნორვეგიის ცაზე, მაშინ ეს რუსების რაკეტა “ბულავა” გახლდათ, რომელმაც კონტროლი დაკარგა და სპირალისებრად დაიწყო ბრუნვა, აი დეტალური ახსნაც რა მოხდა:

რუსული რაკეტა “ბულავა” შექმნილი იქნა რუსული წყალქვეშა ნავებისთვის, თუმცა მისი გამოცდა მეტ-ნაკლები შედეგიანობით მიმდინარეობს, ხშირად რაკეტა ვერ მიფრინავს ისე, როგორც დაგეგმილია და ასეთ სპირალისებულ ბრუნებს აკეთებს, მოკლედ ჩაფლავებული რუსული ექსპერიმენტის შედეგია.

თუმცა აღმოსავლეთ საქართველოსთან, როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ზუსტად ამ დროს მოხდა რაკეტა “ტოპოლ”-ის გამოცდა რუსეთში, ასტრახანში. როგორც ჩანს, უცნაური ანომალიის წყაროც სწორედ ტოპოლის რაკეტა გახლდათ.

რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებმა, ჩაატარეს გამოცდა და МБР РС-12М «Тополь» გაუშვეს, (ნატოს კლასიფიკაციით SS-27 Sickle B) ასტრახანის (რუსეთი) პოლიგონიდან, როგორც რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რაკეტამ წარმატებით დააზიანა პირობითი მიზანი ყაზახეთში, თუმცა როგორც ჩანს, ისე შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდა და სპირალური ბრუნვა დაიწყო.

გამოცდების მიზანი იყო, შეემოწმებინა თუ არის ისევ საბრძოლო მდგომარეობებში ეს რაკეტები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ბირთვული ქობინი გადააქვთ და საკონტინენტთაშორისო დარტყმისთვის იდეალური, მობილური კომპლექსია, იმისთვის რომ ისინი ექსპლუატაციაში კიდევ 25 წლით დატოვონ… როგორც ჩანს რაკეტები მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში არ არის. მიუხედავად ამისა, ეს რაკეტები მაინც დატოვეს 2019 წლამდე რუსეთის შეიარაღებაში.

წყარო: BRING.GE

One Comment
  1. ფოტოზე “ბულავა” კი არა არამედ რუსების საამაყო ტოპოლია რომელიც ალექსანდრე ნადირაძემ შეუქმნა 1977 წელს.სპეციალური გასართის საშუალებით, დაახლოებით 1 ტ-ის მასის მონობლოკური საბრძოლო ქობინი მაგრდება. გაუმჯობესებული მართვის სისტემის წყალობით სამიზნედან სავარაუდო გადახრის მანძილი 400 მ-ია, რაც ტოპოლის სროლის მანძილისას, რომელიც 10500 კმ-ს შეადგენს, ნულის ტოლად მიიჩნევა.

    1993 წელს რუსეთის კოსმონავტიკის ფედერაციამ და მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტმა დააწესა აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძის სახელობის მედალიც კი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: