Skip to content

რომელი მანქანა შეგეფერებათ ზოდიაქოს მიხედვით? :P

August 23, 2012


ჩვენ, ქალბატონები, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ვამაყობთ ინდივიდუალიზმით. ყველა საკითხში განსხვავებული გემოვნება გვაქვს და ამ მხრივ არც ავტომობილებია გამონაკლისი.

ჩვენს გემოვნებას ჩვენი ზოგადი მახასიათებლებიც განაპირობებს, რაც რამდენადმე, გარკვეულწილად დაკავშირებულია ზოდიაქოს ნიშანთან. განვიხილოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს რომელი მანქანა შეესაბამება.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბოლო დროს საქართველოში ავტომობილებისთვის ნაკლებად მოდურ ფერებად ესოდენ გავრცელებული შავი და ვერცხლისფერი ითვლება, გთავაზობთ 2012 წლის მხიარულ ფერებს, რომლებიც ყველა ქალბატონს განწყობას აუმაღლებს და თამამ არჩევანს გააკეთებინებს.

ვერძი – ვერძებისთვის ავტომობილი სწრაფი გადაადგილების საშუალებაა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის შეამჩნიონ, მას დაუთმონ გზა, მას ყველაზე მეტად ეჩქარება.

უმჯობესია, ვერძებმა ყურადღება ნახევრად სპორტულ მოდელებზე შეაჩერონ: Subaru Impreza WRX, Impreza Sport Wagon, Toyota Selica, Honda S2000, Chevrolet Corvette Z06 და, რა თქმა უნდა, Ferаry.

სასურველი ფერები: ალისფერი–წითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, ჟოლოსფერი, ოქროსფერი.

კურო – მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობა და უსაფრთხოებაა. ამიტომ ის თავადაც ცდილობს, გაერკვეს ამასთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან სპეციალისტებსაც კი არ ენდობა.

სწორედ ასეთი დამოკიდებულება განაპირობებს მის არჩევანს: Opel Insignia, Volvo, Toyota, Saab, Subaru Forester, Mitsubishi Lancer X – ამ კომფორტულ ავტომობილებს შორის ქალბატონი კურო რჩეულს იპოვის.

სასურველი ფერები: კრემისფერი, ყვითელი, ყავისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი.

ტყუპი – ძალიან აქტიურია და შესაბამისად, ავტომობილიც აგრესიული და დინამიკური მოსწონს. აუცილებელია სალონში კარგი მაგნიტოფონი. მათი რჩეულია: Mazda, Audi, Ford, Kia Cerato, Volkswagen Polo, Lexus, Bentley, Rolls Royce.

სასურველი ფერები: ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერში გარდამავალი ნაცრისფერი.

კირჩხიბი – საკმაოდ კონსერვატული და ფრთხილი, ამასთანავე, მგრძნობიარე ნიშანია. სამაგიეროდ, უტყუარი ინტუიცია ეხმარება საჭის მართვაში. ამიტომ მას უპრობლემოდ შეუძლია ყველა ტიპის ავტომობილის მართვა. Nissan-ი, Craisler-ი და BMW ყველაზე მეტად შეეფერება.

სასურველი ფერები: მწვანე, ზღვისტალღისფერი, სველიასფალტისფერი და ლურჯის ყველა ტონი.

ლომი – ლომისთვის მნიშვნელობა არ აქვს საჭიროებას, ნებისმიერ დროს სიამოვნებით სეირნობს ავტომობილით. შებინდებისას განათებულ ქალაქში გასეირნება საოცრად ამაღლებს ლომის განწყობას.

Jaguar, cadillac BLS, Nissan, Bentley, Rolls Royce, LandRover Freelander Chevrolet, Hyundai, Ford Fiesta, Skoda Octavia, Alfa Romeo, Fiat -ისთვის შეიქმნა.

სასურველი ფერები: წითელი, ღია ყავისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, შავი, ბორდოსფერი.

ქალწული – მას ყველაფერი საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის მოსწონს – თუმცა მომჭირნე ხასიათი უბიძგებს ნაკლებად ძვირი სიამოვნებისკენ. ისინი არჩევენ: Hyundai Accent-ს, Daewoo-ს,Chevrolet-ს, Kia Rio-ს, Suzuki SX4-ს.

სასურველი ფერები: თეთრი, მწვანე, ყავისფერი, ტერაკოტისფერი.

სასწორი – ჯიუტია, მაგრამ შეუძლია კომპრომისზე წასვლა. ავტომობილებს გარეგნული ხედითა და მოცულობით აფასებს. უპირატესობას ანიჭებს ელიტურ ავტოს, თუმცა ამის უფლებას თავს ყოველთვის ვერ აძლევს.

შესაფერისი მარკები: Mercedes, BMW, Alfa Romeo, Honda Legend, Mitsubishi Lancer, Nissan Qashqai.

სასურველი ფერები: ლურჯის ყველა გამა, მწვანე, თეთრი.

მორიელი – რისკისკენ მიდრეკილი მორიელი ყოველთვის ინტერესდება, თუ რა მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეუძლია მის ავტომობილს. მისი სტიქიაა ფართო, გაშლილი გამზირები. შესაფერისი მარკებია: BMW, Mercedes, Cadillac BLS, Honda Legend, Honda Jazz, Lexus, Оpel.

სასურველი ფერები: წითელი, ბორდოსფერი, ჟოლოსფერი.

მშვილდოსანი – მას სისხლში აქვს მოგზაურობა. ამიტომ ძლავრ ავტომობილს ანიჭებს უპირატესობას. მისთვის მნიშვნელოვანია უკანასკნელი მოდის ტექნიკური აღჭურვილობები.

Renault Megane, BMW, Ford Focus, Fiat Doblo или Fiat Fiorino, Volvo Kombi, მისი შესაფერისი მარკებია.

სასურველი ფერები: მუქი ლურჯი, მწვანე, მელნისფერი, ბორდოსფერი.

თხის რქა – ხშირად გამოცდას უწყობს თავის ავტომობილს, არჩევს რთულსა და ცუდ გზატკეცილს, რომელზეც ნებისმიერი ავტომობილით ვერ გაივლი. ისინი სალონში ზედმეტ ნივთებს ვერ იტანენ.

Toyota Land Cruiser, Land rover freelander მათთვის იდეალურია.

სასურველი ფერები: ფერფლისფერი, ლურჯი, მდოგვისფერი, ყავისფერი, შავი.

მერწყული – მერწყული, ზოგადად, ტექნიკის ნოვაციებით ინტერესდება. მისი საოცნებო ავტომობილები ალტერნატიული საწვავის ძრავის მქონე და ჰიბრიდული ტიპია. მას ხშირად ავიწყდება საწვავის ჩამატება, ტარებისას სილაღე და სისწრაფეც უყვარს.

შესაფერისი მარკებია: Saab, Volvo, Skoda, ВMW, Honda.

სასურველი ფერები: ნაცრისფერი, მელნისფერი, მომწვანო–ლურჯი, იისფერი.

თევზები – ინტუიციით ცხოვრობს, ძალიან ემოციურია და სისწრაფეც უყვარს. სტრესის მოსახსნელად არაერთი კილომეტრის გავლა შეუძლია ხმამაღალი მუსიკის ფონზე. ავტომობილის შერჩევისას აუცილებლად საკუთარი შეგრძნებებით უნდა იხელმძღვანელოს – თუ რას გრძნობს ამა თუ იმ ავტომობილში ჯდომისას.

მათ უმაღლესი დაცვის მექანიზმების მქონე მოდელები შეესაბამებათ: Оpel, Fiat, ALFA-Romeo, Wolkswagen, Toyotа Оpel.

სასურველი ფერები: იისფერი, მომწვანო–ლურჯი, მოცისფრო–ვერცხლისფერი, ლურჯი.

ინა ნერგაძე
ჟურნალი “და ქალი”
(აგვისტოს ნომერი)

One Comment
  1. dzaliannn sainteresooo postiaa,tan chemi shesaferisii manqanebic dzaan momewonaa..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: