შიგთავსზე გადასვლა

ჩემი ცხოვრების მიზანი

ნოემბერი 30, 2011


მართალია ეს თემა დავწერე საკონკურსოდ მაგრამ ყოველივე რაც აქ წერია შეესაბამება სიმართლეს,ერთი სიტყვით მინდა შეაფასოთ ჩემი თვალით დანახული ჩემივე მომავალი ცხოვრების მიზანი.
“ჩემი ცხოვრების მიზანი”
ყოველი ჩვენგანის, ისე როგორც მთელი კაცობრიობის, წინაშე ერთი კითხვა დგას: ვიცით თუ არა ჩვენი არსებობის მიზანი,ჯერ კიდევ ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა: ვჭამ იმისათვის, რომ ვიარსებო და არა იმისათვის ვარსებობ, რომ ვჭამო. მართლაც რისთვის ვარსებობთ: იმისთვის, რომ კარგად მოვილხინოთ, კარგად ჩავიცვათ და დავისვენოთ, თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაც სხვა უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება?თუ გინდა იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები,ადამიანმა არასოდეს არ უნდა დაკარგოს იმედი,იმედი ხვალინდელი დღის,რადგან მთავარი რწმენაა.არ უნდა შეუშინდე ცხოვრების ეკლებს იმიტომ,რომ მათში ხშირად ვარდები იმალება.ვინ იცის,რამდენჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა- -რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი?ის საზოგადოება და გარემო,სადაც მე ვცხოვრობ,გამორჩეული არაფრით არის სხვისგან.ვცდილობ მაქსიმალურად ჩართული ვიყო აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში და გავაკეთო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი,რათა მივაღწიო წარმატებებს.
როგორც პიროვნება,ვერ ვეგუები უსამართლობას.ალბათ ესაა მიზეზი,რომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გავაგრძელო სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე,განსაკუთრებით დაინტერესებული ვარ ადვოკატის პროფესიით.იგი ყველაზე ჰუმანურ და საჭირო საქმეს ემსახურება-გადაარჩინოს ადამიანი,დაეხმაროს ცხოვრების მართალი გზის პოვნაში.
უნდა ითქვას,რომ ეს სპეციალობა საკმაოდ პოპულარული და მოდურია დღეს.სამწუხაროდ,უმრავლესობას ფინანსური დაინტერესება ამოძრავებს.რა თქმა უნდა,მატერიალური კეთილდღეობაც საჭიროა,მაგრამ ადამიანის ბედზე ზრუნვა მაინც უმთავრესია.
როგორც ვიცით,ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად თვისა.ამდენად,ყოველი მოკვდავის უზენაესი მოვალეობაა ემსგავსოს პირველქმნილს.ალბათ ამას გულისხმობდა მამია გურიელიც,როცა წერდა:”ნუ დაეცემი, დასდექ, გამაგრდი,გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!”
ადამიანობა წარმოუდგენელია რწმენის გარეშე.რწმენაა გზა ხსნისა,ჩვენი გადამრჩენელი.ჩემი მიზნის მიღწევისას მაძლიერებს და ამამაღლებს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვები:,,გულს ნუ გაიტეხ, გრწამდეს უფალი და ყველაფერი კარგად იქნება”.
ამ თვალთა ხედვით მსურს დავეუფლო და გამოვიყენო ჩემი მომავალი პროფესიაც.ერთი სიტყვით,ჩემს არსებობასა და ცხოვრების წესს ადამიანის სიყვარული და მის ბედზე ზრუნვა ასაზრდოებს.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნო,რომ ჩემი აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით აქედანვე ვემზადები,მომავლისათვის.დაკავებული ვარ ბლოგერობით,სადაც პოპულარიზაციას ვუწევ ჯანსაღ ცხოვრებას,გამოქვეყნებული მაქვს ამ თემაზე სტატიები,ვატარებ ამ მიზნით აქციებსა და ტრენინგებს.მიხარია,რომ ჩემი ესმით და გვერდით ბევრი დანამოაზრე მყავს.გაწევრიანებული ვარ არასამთავრობო ორგანიზაციაში,”ოზურგეთის ახალგაზრდული კავშირი -ევროკლუბი”,უცხოელი მოხალისეების დახმარებით ვახორციელებთ ისეთ პროექტებს,რომელთა მიზანი ქველმოქმედება და თანაქალაქელთა აქტიური ჩართვა სამოქალაქო ცხოვრებაში.
ვფიქრობ,ეს ყველაფერი მომავალში დამეხმარება ჩემი სანუკვარი საქმის კეთებაში.

ავტორი: დიმიტრი გობრონიძე
ქ.ოზურგეთი #2 საჯარო სკოლა
საავტორო უფლება დაცულია! 🙂

8 Comments
  1. ილიასბლოგი permalink

    კარგი პოსტია.ეცადე ფულის გამო დამნაშავე არ დაიცვა

  2. წარმატებებს გისურვებ!

  3. ana permalink

    dzalian magari blogia..

  4. au ramden patimarze mogiwevs tyuili agiarebis mopoveba icii???

  5. NinucaElectro permalink

    მმ საინტერესო მიზნები გქონია. მეც დავწერე ეს თემა საკონკურსოდ, ბლოგზეც გამოვაქვეყნე recently.
    მოკლედ, წარმატებას და მიზნების განხორციელებას გისურვებ!

  6. takksoo permalink

    dzalian magari postia…….

დატოვე კომენტარი