Skip to content

„ჰერკულესის“ დიეტა

February 14, 2014

ჰერკულესის“ სასარგებლო თვისებების შესახებ, ცხადია, ხშირად გაგიგონიათ. ალბათ, ისიც იცით, რომ ორგანიზმის გაჯანსაღების გარდა „ჰერკულესი“ გახდომაშიც დაგეხმარებათ, რაც, შესაბამისად, თქვენი სახისა და მთელი სხეულის კანზეც დადებითად აისახება. თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ დიეტას დილა-საღამოს 15-წუთიან ვარჯიშსა და მოციონსაც დაუმატებთ, წონაში დაკლების მიუხედავად, თქვენი კანი შეინარჩუნებს სიმკვრივეს, ელასტიკურობასა და ჯანმრთელ ფერს. წყლის პროცედურები კი (რომელიც უფრო ხელმისაწვდომია თქვენთვის) ამ დიეტის გვირგვინი იქნება.
დიეტის რეჟიმი ასეთია: დღეში 4-5-ჯერადი კვება; ხანგრძლივობა – 3 დღე, შუალედები – 3 დღე. რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ „ჰერკულესის“ სამდღიან დიეტას, მით ინტენსიურად დაიკლებთ და, რაც მთავარია, პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება დაკარგული კილოგრამების აღდგენა.
წინასწარ შეგახსენებთ, რომ უნდა მიიღოთ დღეში 2 ლიტრამდე სითხე სასმელი ან გაზგასული მინერალური წყლის, უშაქრო ჩაის ან ნატურალური (ანუ, ახალგამოწურული, და არა ნაყიდი) ხილის წვენის სახით. თუ ამას დავუმატებთ, დღეში 1 ჩაის ჭიქა უმი ბოსტნეულის წვენსაც, შედეგი გაცილებით ეფექტური იქნება. წვენები შეგიძლიათ, კვების შუალედებში მიირთვათ.
3 სადილის კოვზი „ჰერკულესი“ ჩაყარეთ მომინანქრებულ (ემალის) ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ყოველ კვებაზე დაგჭირდებათ ნახევარი ჩაის ჭიქა დამბალი „ჰერკულესი“. დანარჩენი ნახევარი ხილით უნდა შეავსოთ და მოურიოთ. თუ სიტკბოს გარეშე ვერ მიირთმევთ, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი.
9 საათზე – ნახევარი ჩაის ჭიქა დამბალ „ჰერკულესში“ აურიეთ 1 ცალი კანიანად გახეხილი „ანტონოვკა“.
12 საათზე – ამდენივე „ჰერკულესი“ + 1 ცალი წვრილად დაჭრილი გრეიპფრუტი (ცხადია, გაფცქვნილი).
15 საათზე – „ჰერკულესი“ + 1 ცალი დაჭრილი ფორთოხალი.
18 საათზე – „ჰერკულესი“ + 1 ცალი საშუალო ზომის დაჭრილი ბანანი.
21 საათზე – „ჰერკულესი“ + 2-3 ცალი დაჭრილი კივი.
გაზაფხულ-ზაფხულში, სასურველია, ეს ხილი სეზონური ხილით ჩაანაცვლოთ. განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია კენკრა.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: